×

სონიმ, საკუთარი კონფერენცია E3-ს გარეშე ჩაატარა

სონიმ, საკუთარი კონფერენცია E3-ს გარეშე ჩაატარა

შეიძლება წელს სონიმ ოფიციალურად უარი განაცხადა E3-ში მონაწილეობაზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომპანია რამდენჯერმე არ მოხვდა სიახლეებში ამ თვის მანძილზე. E3-ე პერიოდშიც კი, ხშირად გვესმოდა სონი და მისი ექსკლუზივები.

სონის არ დასჭირდა 2 საათიანი კონფერენცია, რომ საკუთარი სიახლეებით ბევრჯერ გამოჩენილიყო საზოგადოების თვალში. ცოტა ხნის წინ, კომპანიამ გაამჟღავნა დეტალები Playstation 5-თან დაკავშირებით. რამაც, ასე თუ ისე, დაჩრდილა მაიკროსოფტის მიერ წარდგენილი ახალი Xbox, რომელსაც მსგავსი მონაცემები გააჩნია და არაფერს განსაკუთრებულს არ გვთავაზობს.

E3-ს დაწყებამდე, სონიმ წარადგინა საკუთარი ექსკულიზივის, ჰიდეო კოჯიმას მომდევნო ნამუშევრის Death Stranding-ის 8 წუთიანი გეიმფლეი ტრეილერი და გაანდო საზოგადოებას გამოსვლის თარიღიც – 2019 წლის 8 ნოემბერი. მარტო ამ სიახლემ, შეძლო, რომ დაეჩრდილა E3-ზე წარდგენილი ბევრი თამაში, მხოლოდ იმიტომ, რომ კოჯიმას ნამუშევარი ძალიან მაღალი ინტერესისა და მოლოდინის ქვეშაა.

ბოლოს კი, ყველაფერი Final Fantasy VII-ს რიმეიქმა დააგვირგვინა. Square Enix-მა, საკუთარ კონფერენციაზე, განაცხადა, რომ თამაში იქნება ფლეისთეიშენის ექსკლუზივი და გამოვა 2020 წლის 3 მარტს.

მიუხედავად იმისა, რომ სონი არ არის კონფერენციაზე, მათ მაინც გააკეთეს ყოველწლიური გრანდიოზული ფასდაკლება. კომპანიას არ ჭირდება, რომ ჩაატაროს კონფერენცია იმისთვის, რომ მოექცეს სიახლეების სათავეში. ის მაინც ახერხებს რელევანტურობის შენარჩუნებას, ცოტაოდენი სიახლის ფარგლებშიც.

სონიმ, ასევე დაადასტურა, რომ წელს არ ჩატარდება Playstation Experience, რადგან არ სურთ ფანების განაწყენება. წარმომადგენლის განცხადებით, მათ უბრალოდ არ აქვთ იმდენი საინტერესო სიახლე, რომ ხალხი სათანადოდ დააინტერესონ. როგორც ჩანს, სონი საოცარი 2020 წლისთვის ემზადება.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე