Elden Ring – თამში ჯორჯ მარტინისა და სეკიროს შემქმნელებისგან

ჭორები უკვე დიდი ხანია რაც არსებობს, მაგრამ გუშინდელმა მაიკროსოფტის E3 კონფერენციამ, საბოლოოდ დაადასტურა ძალიან საინტერესო და კარგი კოლაბორაცია: “სატახტო თამაშების” შემქმნელი ჯორჯ მარტინი და ბლადბორნი, დარქ სოულსის ფრენჩაიზისა და სეკიროს შემქმნელი From Software, ერთად მუშაობენ ახალ თამაშზე – Elden Ring.

Elden Ring საშუალებას მოგცემთ, რომ იმოგზაუროთ ძალიან დიდ სამყაროში, გამოიკვლიოთ უნიკალური სამეფოები და განსხვავებული ტერიტორიები. ტიზერ ტრეილერში ბევრი რამ არ არის ნაჩვენები, სამაგიეროდ ირკვევა, რომ მიაზაკიმ არ გადაუხვია საკუთარ ხედვას და კვლავინდებურად ბნელი და ცივი თამაშის შექმნას გეგმავს.

მიაზაკიმ, ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯორჯ მარტინთან კოლაბორაცია იყო ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც კი ოდესმე გაუკეთებია. ასევე კმაყოფილია ჯორჯ მარტინი საკუთარი ნამუშევრით და ერთი სული აქვს, რომ მოთამაშეებმა იხილონ Elden Ring, რომელიც სავსეა RPG ელემენტებითა და საინტერესო შინაარსით.

From Software-მა და მიაზაკიმ უკვე ბევრჯერ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ გენიალური თამაშების შექმნა, ხოლო ამას თუ დაემატება ჯორჯ მარტინის სცენარი და სთორი თელინგი (მერვე სეზონს თუ არ მივიღებთ მხედველობაში), მაშინ აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ Elden Ring-ის განვითარებას.

ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ის ვიცით, რომ Elden Ring გამოვა PC და Playstation 4-ის პლატფორმებზე.

loading...
Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *