Watch Dogs Legion გამოსვლის თარიღი და გეიმფლეი დეტალები

უბისოფთის კონფერენციამ საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. კომპანიამ, ცოტა ხნის წინ გავრცელებული, ინფორმაცია დაადასტურა და წარადგინა Watch Dogs Legion, ახალი ნაწილი პოპულარულ ფრენჩაიზში.

Watch Dogs Legion-ის იდეა და გეიმფლეი დიდად არ განსხვავდება წინამორბედებისგან, მაგრამ სხვა ყველაფერი სრულიად შეცვლილია.

თამაშის მოქმედება ვითარდება ლონდონში, სადაც “ბრექსიტი” წარმატებით განხორციელდა და ახლა, მოქალაქეები იმკიან მის შედეგებს. მიუხედავად იმისა, რომ Legion-ს ექნება ერთი მოთამაშის სიუჟეტური რეჟიმი, თამაშის მთავარი გმირი არ არის ერთი კონკრეტული პერსონაჟი. თქვენ შეგიძლიათ ცვალოთ ადამიანები მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით. გეიმფლეი ვიდეო იწყება იანით, რომელიც პოლიციასთან შეტაკების დროს მოკვდება, ხოლო შემდეგი პერსონაჟი კი არის მოხუცი ქალბატონი, რომელსაც არ შეუძლია ბრძოლა, მაგრამ აქვს სხვა იარაღები მის არსენალში.

როგორც ჩანს, Watch Dogs Legion-ის ფოკუსი იქნება გუნდური მუშაობა და ვიდეოს ნარატივიც ასე იწყება: “ჩვენ ვაშენებთ წინააღმდეგობის ძალას.” და მთელი ვიდეო მორგებულია ერთი ახალი ადამიანის ორგანიზაციაში დამატებაზე. თქვენ უნდა იპოვოთ ახალი რეკრუტი და შემდეგ ის პერსონაჟი გაგეხსნებათ, როგორც მოთამაშე. მაგრამ გაითვალისწინეთ, თამაშში შეიძლება სამუდამოდ სიკვდილი.

ინგლისს მართავს ავტორიტარული რეჟიმი და მხოლოდ ძლიერი არმიით შეიძლება მისი დამარცხება. ლონდონის თითოეული მოქალაქე შეიძლება გახდეს თქვენი წინააღმდეგობის წევრი. თქვენ შეგიძლიათ მართოთ ყველა და ითამაშოთ კონკრეტულ პერსონაჟზე მორგებული მისიები. ლონდონი იქცა ერთ დიდ სათვალთვალო კამერად და თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ ყველაფერი, რაც ტექნოლოგიასთან არის დაკავშირებული.

Watch Dogs Legion გამოვა 2020 წლის 6 მარტს PC, Xbox One, Playstation 4 პლატფორმებზე.

loading...
Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *