×

არ ელოდოთ ექსკლუზივებს Xbox Series X კონსოლებზე

არ ელოდოთ ექსკლუზივებს Xbox Series X კონსოლებზე

მაიკროსოფტმა პირდაპირ განაცხადა, რომ ახალი კონსოლის გამოშვებიდან მინიმუმ ერთი წელი არ იგეგმება კონსოლის ექსკლუზივების გამოშვება. ხოლო შემდეგში დრო გვაჩვენებს თუ რა ჯობია კონსოლისთვის.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქსბოქსზე აღარ გამოვა ექსკლუზიური თამაშები, მაგრამ ისინი გამოვლენ, როგორც Xbox Series X-ზე, ასევე მოქმედ Xbox One-ზეც. მაიკროსოფტს სურს, რომ შემდეგი ერთი-ორი წლის მანძილზე, Xbox One-ის ახალმა მფლობელებმა თავი არ იგრძნონ დაჩაგრულად, ამიტომ ამ კონსოლების სერიასაც ექნება მინიმუმ ორი წელი მხარდაჭერა.

ამ ეტაპზე მაიკროსოფტი დაკავებულია Halo Infinite-ზე მუშაობით, რომელიც გამოვა კომპანიის ორივე კონსოლზე და მიაჩნია, რომ ჰალოს ახალი ნაწილი იქნება იდეალური შესაძლებლობა, რომ გეიმერებს დაანახოს Xbox Series X-ის სრული შესაძლებლობები.

მაიკროსოფტი დარწმუნებულია, რომ სამომავლო თამაშების ხარისხი კარგად იმეტყველებს ახალ კონსოლზე და Xbox-ის ექსკლუზივები იქნება ძალიან მაღალი ხარისხის.

რა არის სონის გეგმა?

მეორეს მხრივ, სონიც უშვებს ახალ კონსოლს 2020 წლის ბოლოს და მათი მიდგომა საკმაოდ განსხვავებულია მაიკროსოფტისგან.

კი, იქნება თამაშები, რომლებიც გამოჩნდება Playstation 4-ზეც და 5-ზეც. ასევე, ჭორების თანახმად, ახალ კონსოლს ექნება შესაძლებლობა, რომ გაუშვას წინამორბედზე მორგებული თამაშები. მაგრამ სონი არ აპირებს, რომ დაიცადოს ერთი-ორი წელი Playstation 5-ის ექსკლუზივებისთვის. 2020 წლის ბოლოდან, ჩვენ შეგვეძლება, რომ ვიხილოთ კონსოლის ექსკლუზივები და ვნახოთ ის შესაძლებლობები რაც გააჩნია ახალ თაობას.

მაიკროსოფტმა მძიმედ წააგო კონსოლთა ომი ბოლო თაობაში, ვნახოთ რას მოგვიტანს შემდეგი წლები და შეძლებს თუ არა მაიკროსოფტი, რომ დაიბრუნოს დიდება და კარგი სახელი.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე