სონიმ დააანონსა Playstation Classic, რომელსაც ჩაშენებული ექნება 20 კლასიკური თამაში.

როგორც ჩანს, სონიც აყვა სხვა გეიმინგ კომპანიების მიერ დაწყებულ ახალ ტრენდს და გადაწყვიტა, რომ გამოეშვა მინი კონსოლი, წინასწარ დაინსტალირებული თამაშებით:

Final Fantasy VII, Tekken 3, Wild Arms, Jumping Flash, Ridge Racer Type 4 და სხვა “ლეგენდარული” თამაშები, რომლებიც დაანონსდება წლის ბოლოს.

რაც შეეხება დიზაინს, Playstation Classic გავს ორიგინალ კონსოლს, პირველ ფლეისთეიშენს, მაგრამ არის მასზე საგრძნობლად პატარა. კონსოლს ექნება HDMI და USB პორტები. რაც მთავარია, მას მოყვება ორი კონტროლერი, რომელიც ასევე გავს პირველის დროინდელს.

ფლეისთეიშენ კლასიკი გამოვა 2018 წლის 3 დეკემბერს, ლიმიტირებულ რაოდენობაში და მისი ფასი იქნება 99$. თუ გსურთ კონსოლი, ჯობია, რომ წინასწარ შეუკვეთოთ ის.

მოგწონთ სტატია?

4 0

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე