×

გამოვიდა Sekiro: Shadows Die Twice-ს არაოფიციალური მარტივი მოდი

გამოვიდა Sekiro: Shadows Die Twice-ს არაოფიციალური მარტივი მოდი

კომპანია From Software ცნობილია ორი რამით: თამაშების საკუთარი, განსხვავებული სტილით და სირთულის ცნების არ აღიარებით. Dark Souls-ის ფრენჩაიზი და ფლეისთეიშენის ექსკლუზივი ბლადბორნი, ბევრისთვის იმდენად რთულია, რომ თამაშს საერთოდ თავს არიდებენ.

ორი კვირის წინ, კომპანიამ კიდევ ერთი ახალი თამაში გამოუშვა Sekiro: Shadows Die Twice, სადაც მთავარი პერსონაჟი არის სამურაი, ხოლო მტრები კი არ არიან საზიზღარი მონსტრები 10 ფეხით, არამედ, უბრალოდ კარგი მეომრები, სხვადასხვა ტექნიკებით. ამ წინამძღვრიდან გამომდინარე, ხალხს ფანებს იმედი ქონდათ, რომ Sekiro იქნებოდა შედარებით უფრო მარტივი ან სირთულის არჩევის ფუნქცია მაინც დაემატებოდა…

ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ სეკირო არის From Software-ის მიერ გამოშვებული თამაშებიდან ყველაზე რთული და ნერვების მომშლელია.

ამ ყველაფერმა გააღვივა დებატები, უნდა გამოუშვას თუ არა კომპანიამ ისეთი თამაში, რომელიც ძალიან რთულია და ბევრს, სხვადასხვა მიზეზების გამო არ შეუძლია მისი გეიმფლეის სრულფასოვნად შესწავლა და სწრაფი კომბატის ათვისება. შეიძლება From Software არ აპირებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, მაგრამ დამოუკიდებელი დეველოპერების კეთილმა გუნდმა გადაწყვიტა მოდის გამოშვება, რომელიც ანელებს თამაშის გეიმფლეის და საშუალებას აძლევს მოთამაშეს კომბატის დროს უფრო მარტივად მოიგერიოს შეტევები.

მოდის სრული ფუნქციების ნახვა და გადმოწერა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე