გერალტი იქნება ერთ-ერთი პერსონაჟი SoulCalibur VI-ში

Witcher-ის მთავარი გმირი, გერალტი (Geralt of Rivia) იქნება ერთ-ერთი სათამაშო პერსონაჟი SoulCalibur VI-ში, რომელიც გამოვა წელს.

Bandai Namco-მ დაადასტურა, რომ გაფორმდა პარტნიორობა პოლონურ დეველოპერულ კომპანია СD Projekt Red-თან და SoulCalibur 6-ში გამოჩნდება, არამარტო გერალტი, არამედ მისი სკოლის ტერიტორიაც  – Kaer Morhen, როგორც ერთ-ერთი საბრძოლო არენა თამაშისთვის.

ორივე კომპანიის განცხადებით, გერალტი შეინარჩუნებს მისთვის დამახასიათებელ და უნიკალურ თვისებებს. ამასთან ერთად, CD Projekt Red-მა გადსაცა ბანდაის გერალტის გეიმ მექანიკები, მოძრაობები და ზოგადად ჩხუბის სტილი, რომ მაქსიმალურად ახლოს იყოს რეალობასთან. SoulCalibur-ში იქნება ვიჩერის საუნდტრეკიც, რომ ფანებმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ მათი საყვარელი პერსონაჟით თამაშისგან.

ტრეილერში ნაჩვენებია გერალტის მოძრაობების ნაწილი და ასევე, ნახსენებია თუ როგორ მოხვდა საერთოდ SoulCalibur VI-ის სამყაროში.

თამაშის გამოსვლის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ ვიცით, რომ გამოვა 2018 წელს PC, Xbox One და Playstation 4 პლატფორმებზე.

მოგწონთ სტატია?

4 0

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე