დენდიმ დატოვა NAVI, ეძებს ახალ გუნდს

რამდენიმე დღის წინ, თითქმის წარმოუდგენელი სიახლე გავრცელდა, დენდისა და ნავის გზები გაიყარა.

ბოლო წლებია ნავი სერიოზულ კრიზის განიცდის დოტას არენაზე. უკრაინული გუნდი, დიდი ხანია, რაც აღარ არის საუკეთესო და ამ ფაქტს ვერანაირმა როტაციამ ვერ უშველა. მაგრამ, ყველაფერის მიუხედავად, დენდი ყოველთვის რჩებოდა გუნდში და ბევრჯერ განაცხადა, რომ არსად არ გეგმავდა წასვლას.

სწორედ ამიტომ იყო დოტას სამყაროსთვის შოკისმომგვრელი, როდესაც ნავიმ საერთოდ არ შეიყვანა დენდი 2018/19 როსტერში და სრულიად ახალი გუნდი წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ დენდი ნავის სახეა, როგორც ჩანს საჭირო გახდა მოთამაშეებისა და ტაქტიკების მთლიანად შეცვლა.

თუ ყველაზე არა, დენდი ერთ-ერთი ძალიან ცნობილი და წარმატებული დოტას მოთამაშეა, თამაშის ისტორიაში. მიუხედავად გუნდის არასტაბილურობისა, დენდი ყოველთვის ახერხებდა ფანების გაოცებას და მუდამ იდგა მოწოდების სიმაღლეზე. შესაბამისად, ფანებში გაჩნდა საშიშროება, რომ 29 წლის ასაკში, დანილო იშუტინმა თავი დაანება დოტას პროფესიონალურ კარიერას.

საბედნიეროდ, ჭორების გაფანტვა თავად დენდიმ გადაწყვიტა: “მე არ ვტოვებ დოტას, ვეძებ ახალ გუნდს/მოთამაშეებს. მადლობა თბილი სიტყვებისთვის”.

როგორც ჩანს დენდი განიხილავს არამარტო გუნდთან შეერთებას, არამედ ახალი გუნდის ჩამოყალიბებასაც. ამ ტვითს უპასუხა LGD Gaming-მაც. სიახლეებს უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ.

მოგწონთ სტატია?

6 0

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე