×

ერაყმა დაბლოკა PUBG და Fortnite

ერაყმა დაბლოკა PUBG და Fortnite

ამით ერაყი შეუერთდა ნეპალსა და ინდოეთის გარკვეულ რეგიონებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ შეზღუდეს წვდომა PUBG-ზე. მაგრამ, მათგან განსხვავებით, ერაყმა გადაწყვიტა, რომ მეორე პოპულარული Battle Royale-ც მიეყლოებინა და თუ ერაყში იმყოფებით, ფორტნაითსაც ვეღარ ითამაშებთ.

ერაყის პარლამენტის მხრიდან, ამის მიზეზი იყო შიში, რომ ელექტორნულ თამაშებს აქვთ ნეგატიური ეფექტი ჯანმრთელობაზე, კულტურასა და ერაყის საზოგადოების დაცვაზე. ასევე, არსებობს სოციალური და მორალური დეგრადაციის საშიშროება ერაყელ ახალგაზრდებში. ამ აკრძალვის შედეგად, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ყველანაირი წვდომა, თუნდაც VPN-ით, იყოს დაუშვებელი.

“რას მიიღებთ თუ მოკლავთ ერთ ან ორ ადამიანს PUBG-ში? ეს არ არის ინტელექტუალური თამაში და არც მილიტარული, რომ ასწავლიდეს ახალგაზრდებს სწორდ და ტაქტიკურ ბრძოლას.” – განაცხადა Moqtada al-Sadr-მა, ერაყის პოლიტიკურმა ლიდერმა.

ბოლო პერიოდში იწყება ინფორმაციული ომი Battle Royale-ს ჟანრის თამაშების მიმართ. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ, განაცხადა, რომ ფორტნაითი არის საშინელი თამაში, რომელიც წამლავს ახალგაზრდებს.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე