×

ვიდეო თამაშების როლი განათლების სისტემაში

ვიდეო თამაშების როლი განათლების სისტემაში

წლების განმავლობაში ვიდეოთამაშები მხოლოდ გართობის საშულებად განიხილებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში თამაშების მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა და ძალიან აქტუალური გახდა მათი გამოყენება განათლებაში. მიუხედავად იმისა, რომ არც ისე შორეულ წარსულში თამაშები განიხილებოდა ძალადობისადმი მიდრეკილების გამომწვევ, ფუჭ დროს ტარებად, ახლა უფრო და უფრო მეტი სასწავლო დასწესებულება მიმართავს მათ სტუდენტების სასწავლო პროცესში უფრო ღრმა ჩართვისთვის და სასწავლო პროცესში სასარგებლო ინოვაციის შეტანისთვის.

დღევანდელმა თაობამ, საბავშვო ბაღიდან დაწყებული და მეთორმეტე კლასელებით დამთავრებული, ეგრედ წოდებული „Generation Z” არ იცნობს სამყაროს ინტერნეტის გარეშე: თითქმის ნახევარი მათგანი ყოველდღიურად ონლაინში 10+ საათს ატარებს და 20 წლისთვის 30 000 საათი აქვს თამაშებში გატარებული. ამ სტატისტიკის გათვალისწინებით, თანამედროვე განათლების სისტემას შეუძლია ბანალური საკლასო გაკვეთილები მოარგოს ახალ რეალობას, მოსწავლეებისა და სტუდენტების უკეთესი ჩართულობისთვის და დაინტერესებისთვის.

თამაშებს შეუძლია ბავშვებს დაეხმაროს განავითარონ არაკოგნიტიური უნარები, ისეთი როგორიცაა დისციპლინა და მოთმინება, გუნდური მუშაობა, პრობლემების გადაჭრა და უფრო კარგად დაინახონ ფართო სურათი თუ როგორ იქცევიან ადამიანები სხვადასხვა სიტუაციაში, როგორ სწავლობენ და აღწევენ წარმატებას. რთულია ამ ცოდნის და უნარების მიღება ტრადიცულ საკლასო ოთახში, მხოლოდ და მხოლოდ წიგნებიდან და თეორიიდან.

გარდა ამისა, ვიდეოთამაშების გამოყენება შესაძლებელი ხდება უფრო ვიწრო მიმართულებით განათლების უმაღლეს საფეხურებზე. მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანი პრეცენდენტი მოხდა ჰიუსტონში, რაისის უნივერსიტეტში. აქ, ერთი სემესტრის განმავლობაში სტუდენტებს შეუძლიათ ისწავლონ ძალიან საინტერესო საგანი – სკანდინავიური ფანტაზიური სამყარო: ძველი ნორდული საგები და სქაირიმი.  კურსის აღწერაში წერია: „ამ კურს ორი მიზანი აქვს. პირველ რიგში ის სტუდენტებს აცნობს ფენტეზის როგორც ფქსიქოლოგიურ კონცეპტს და სათამაშო კულტურის მამოძრავებელ ძალას და მეორე – ეს კურსი განიხილავს თუ როგორ და რატომ შუასაუკუნეების სკანდინავია დღემდე რჩება ანგლო-ამერიკული ფენტეზის ინსპირაციის წყაროდ. ამასთან ერთად, სტუდენტები წაიკითხავენ ძველ სკანდინავიურ და ძველ ისლანდიურ საგებს, მაშინ როცა შეასრულებენ სხვადასხვა ქვესტს სქაირიმში.“ მიუხედავად იმისა, რომ კურსში განიხილება პარალელები საგების და სქაირიმის სამყაროებს შორის (გარემო, ზებუნებრივი არსებები, მითოლოგია), ეს მის ძირითად მიზანს არ წარმოადგენს. ამ პარალელების გამოკვეთის მიზანია იმის კვლევა, თუ როგორ იყო შუასაუკუნეების სკანდინავიური კულტურის ელემენტები აღებული ისტორიული კონტექსტიდან, უჩვეულ ფორმაში მოთავსებული და შემდეგ ფენტეზის სამყაროსადმი მორგებული.

რა თქმა უნდა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში არაერთი კვლევა იყო ჩატარებული ვიდეო თამაშების საგანმანათლებლო სისტემაში გამოყენებასთან დაკავშირებით და ყველა მათგანში იკვეთება რამოდენიმე მნიშვნელოვანი ბენეფიტი, რომელიც მოაქვს ამ ინოვაციურ სწავლების მეთოდს:

  1. ენის სწავლა იქ, სადაც არ ელოდები

კანდას საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის ჯარედ ბაიერშმიტის კვლევის Teaching English Through Video Gaming (ინგლისურის სწავლება ვიდეო თამაშების მეშვეობით) მიხედვით, ინგლისურის, როგორც მეორე ენის სწავლის კურსში, რომელიც ვიდეო თამაშებზე იყო დაფუძნებული, სტუდენტების 39% აღნიშნა, რომ კოოპერატიული მულტიპლეიერული აქტივობები უფრო სასარგებლო იყო მათი სწავლებისთვის. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მოსწავლეებს შეეძლოთ ლექსიკონის ფართო გამოყენება და თვითონ თამაში სტიმულს აძლევდა პარტნიორთან აქტიურად შესულიყვნენ კომუნიკაციაში. ამგვარად, ვიდეო თამაშების გამოყენება მეორე უცხო ენის სწავლებისთვის ინოვაციური, მაგრამ ძალიან შედეგიანი და ექეწტური ხერხია.

2. კონცენტრაციის და ფოკუსირების უნარების გაუმჯობესება

მაინკრაფტი ძალიან ეფექტური აღმოჩნდა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის და აუტიზმის მქონე ბავშვების განათლებაში. თამაში ეხმარება მოსწავლეებს განავითარონ კრეატივობა და სთავაზობს მშვიდ, სტრუქტურირებულ გარემოს ნეიროტიპიური და ნეიროატიპიური ბავშვებისთვის. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის ეს ძალიან მნიშნველოვანია, რადგან მათ უნდათ სწავლა, უნდათ იყონ ჩართული სხვადასხვა აქტივობაში, მაგრამ არ შეუძლიათ. რადგან მაინკრაფტს აქვს შესაძლებლობა დაეხმაროს ბავშვებს ჰიპერფოკუსირებაში, მას და მსგავს თამაშებს დიდი მომავალი აქვთ განათლების სისტემაში. არსებობს სპეციალური მაინკრაფტ სერვერი, რომელიც შექმნილია აუტისტი ადამიანებისთვის. გეიმინგი ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ცვლის განათლების სისტემას, არამედ აძლევს ადამიანებს შესაძლებლობას იპოვონ მათთვის დაცული და მშვიდი გარემო.

3. ისტორიის გაკვეთილები

Age of Empires, საკულტო კლასიკურმა RTSმა გეიმერების თაობებს ასწავლა ფინიკელების შესახებ, მეტიც, გეიმფლეის სხვადასხვა ისტორიულ პერიოდზეც საბაზისო ინფორმაციას შეიცავდა. რა თქმა უნდა, უფრო მარტივია ინფორმაციის მიღება თამაშიდან, ვიდრე გრძელვადიანი მოსაწყენი გაკვეთილებიდან, რომლის მერე ცოდნის რაღაც ნაწილი ქრება ან პასიხურ მეხსიერებაში გადადის.

კიდევ ბევრი შეიძლება ვისაუბროთ გეიმინგ განათლების ბენეფიტებზე, თუმცა ერთი რამ ნათელია – განათლების სისტემის ერთგვარი რევოლუცია და მოდერნიზაცია გარდაუვალია. ის მორგებული უნდა იყოს თანამედროვე სამყაროს და ახალი თაობის მოთხოვნილებებზე. და სწავლა თამაშების მეშვეობით წარმოადგენს უნიკალურ გზას მოსწავლეებისთვის, რომ გააღვივო ინტერესი სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა სქოლასტურ თემასთან დაკავშირებით.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე