×

თამაშები, რომლებიც შეგიძლიათ უფასოდ ითამაშოთ კორონავირუსის დროს

თამაშები, რომლებიც შეგიძლიათ უფასოდ ითამაშოთ კორონავირუსის დროს

გვესმის, რთულია სახლში ჯდომა და არაფრის კეთება, მითუმეტეს, როდესაც შაბათ-კვირა დადგა და მითუმეტეს უსაქმურად გრძნობს მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს. საბედნიეროდ, გეიმინგ ინდუსტრია მზად არის, რომ დაგვეხმაროს ამ დავირუსებული დღეების გადატანა და სხვადასხვა კომპანიები გვთავაზობენ გზებს, რომ საინტერესოდ და სახალისოდ გავიყვანოთ დღეები.

Assassin’s Creed Odyssey

Assassin’s Creed Odyssey

Ubisoft-მა გადაწყვიტა რომ, შაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, უფასო გახადოს Asassin’s Creed-ის სერიების ბოლო ნაწილი. მხოლოდ რამდენიმე დღით და ისიც სამუდამოდ არ დარჩება თქვენს ბიბლიოთეკაში, მაგრამ თუ აქამდე არ გითამაშიათ, გაინტერესებთ როგორია ან უბრალოდ დროის გაყვანა გსურთ ძველ საბერძნეთში, მაშინ Odyssey იდეალური ვარიანტია.

Life Is Strange: Episode 1

Life Is Strange: Episode 1

ამჟამად, მხოლოდ პირველი ეპიზოდია უფასო მაიკროსოფტის ონლაინ მაღაზიაში, მაგრამ თუ თამაში მოგეწონებათ, მისი ყიდვა შეგძლიათ სულ რაღაც 4$-ის სანაცვლოდ. მოთამაშე მიიღებს სკოლის მოსწავლის როლს, რომელმაც ახლახანს აღმოაჩინა დროის მანიპულაციის ძალა. Life is Strange საშუალებას მოგცემთ, რომ ნამდვილად თქვენი გადაწყვეტილებებით განავითაროთ თამაში და არასდროს არ იცოდეთ თუ როგორ დასრულდება ის.

EPIC Games ონლაინ მაღაზია

Watch Dogs

რაც ეპიკმა, ფორტნაიტის პოპულარობიდან ონლაინ მაღაზია შექმნა და ცდილობს კონკურენცია გაუწიოს სტიმს, მას შემდეგ, კომპანია მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს უფასო თამაშებს. ხშირ შემთხვევაში ინდი თამაშებს, მაგრამ ხანდახადან AAA თამაშებიც გამოანათებენ ხოლმე. ამჯერად, 26 მარტის ჩათვლით, თქვენ შეგეძლებათ, რომ სრულებით უფასოდ და სამუდამოდ მიიღოთ Watch Dogs პირველი ნაწილი და Stanley Parable. შეგიძლიათ აირჩიოთ ჩიკაგოს ჰაკერი ან მეოთხე კედლის დამანგრეველი პერსონაჟი.

Itch.io-ს უფასო თამაშები

Lunch: Born Of A Dream

თუ მოინახულებთ ინდი თამაშებისთვის განკუთვნილ ონლაინ მაღაზიას Itch.io-ს, ნახავთ, რომ მათ სპეციალურად გახადეს თამაშების დიდი ნაწილი უფასო, რომ, მათივე სიტყვებით – “დაგვეხმარონ შინ დარჩენაში”. უფასო თამაშები არის 10-ეულობით და ამასთან ერთად, არის ძალიან ბევრი დიდი ფასდაკლებები სხვადასხვა თამაშებზე. ისევ ინდი თამაშები თუ გვიშველიან, თორე გეიმინგ ინდუსტრიის გიგანტები დიდად არ იწუხებენ ჩვენით თავს.

GOG Galaxy-ს უფასო თამაშები

Gwent: The Witcher Card Game

კომპანია The Witcher-ის სერიების უკან, CD Projekt Red-იც შეუერთდა სახლში დარჩენის კამპანიას და ამის დასახმარებლად ბევრი კლასიკური თამაში უფასო გახადა. თუ მოგაწვებათ ნოსტალგია ან ფიქრობთ, რომ სირცხვილია, რომ ჯერ არ გითამაშიათ ესა თუ ის მოძველებული, მაგრამ საკულტო თამაშები, ნახეთ, შეიძლება GOG-ის ონლაინ მაღაზია გჩუქნიდეთ მათ.

გამოიწერეთ
შემატყობინე
0 Comments
Inline Feedbacks
View all comments