×

მარველმა გამოუშვა Black Widow-ს პირველი ტიზერი

მარველმა გამოუშვა Black Widow-ს პირველი ტიზერი

დიდხნიანი ლოდინის შემდეგ მარველმა აღირსა ფანებს “შავი ქვრივის” (Black Widow) პირველი ოფიციალური ტიზერ ტრეილერი.

ტრეილერი სულ ორ წუთიანია და მისი ჩვენება მოხდა D23-ის კონფერენციაზე. ფილმში მთავარი პერსონაჟს ითამაშებს სკარლეტ იოჰანსონი

რა თქმა უნდა, ვისაც ნანახი გაქვთ Endgame (წინ სპოილერებია), იცით, რომ შავი ქვრივი საკმაოდ ცუდად მოკვდა, ერთ-ერთ სცენაში. შესაბამისად, ახალი ფილმის მოქმედება ვითარდება Endgame-მდე, უფრო კონკრეტულად კი Captain America: Civil War-ის პერიოდის ცოტა მოგვიანებით.

Black Widow-ს გამოსვლა იგეგმება 2020 წლის 1 მაისს და ის ოფიციალურად წარუძღვება წინ მარველის კინემატოგრაფიული სამყაროს მეოთხე ფაზას.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე