×

საუკეთესო თამაშები, რომლებსაც უნდა ველოდოთ ნოემბერში

საუკეთესო თამაშები, რომლებსაც უნდა ველოდოთ ნოემბერში

როგორც ყოველთვის, ნოემბრის თვე არის დატვირთული თამაშების სეზონი და ხშირად ვხედავთ ბევრ AAA თამაშს დიდი სტუდიებისგან. არც 2019 წლის ნოემბერი არ იქნება გამონაკლისი და შეგვიძლია მშვიდად ვთქვათ, რომ ახალ წელს ნამდვილად არ შევხვდებით მოწყენილები და არც საჩუქრების სურვილები არ მოგვაკლდება.

Star Wars Jedi: Fallen Order

დისნეისთან მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ, EA-მ როგორც იქნა გვაღირსა სიუჟეტური რეჟიმის მქონე თამაში ვარსკვლავური ომების შესახებ. მოქმედება ვითარდება მესამე და მეოთხე ეპიზოდს შორის, ხოლო მთავარი გმირი არის ერთ-ერთ უკანასკნელი ჯედაი, რომელიც გადაურჩა 66-ე ბრძანებას და მისი მთავრი მიზანია, რომ გაექეს გალაქტიკური იმპერიის დევნას.

Star Wars Jedi: Fallen Order გამოვა ძალიან მალე 15 ნოემბერს PC, Xbox One, Playstation 4 პლატფორმაზე.

Death Stranding

კოჯიმას სოლო პროექტის გამოსვლამდე სულ რაღაც 10 დღე დარჩა, მაგრამ ჯერ კიდევ არაფერი არ ვიცით Death Stranding-ის შინაარსის შესახებ. ერთი ის ვიცით, რომ მსახიობებიც და სცენარისტებიც ისეთები არიან, რომ ცუდი პროექტი ვერანაირად ვერ გამოვა. თამაშის თემატიკა არის კავშირი, კავშირი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, კავშირი დანაწევრებულ საზოგაოდებას შორის, კავშირი დაყოფილ ქალაქებს შორის და ა.შ. მთავარი ის არის, რომ კოჯიმასაც კი არ ესმის ბოლომდე თამაშის არსი.

Death Stranding გამოვა 10 დღეში Playstation 4 პლატფორმაზე, ხოლო რამდენიმე თვეში, ზაფხულში თამაში იხილავს PC-ს სცენასაც.

Red Dead Redemption 2

რა თქმა უნდა, Red Dead Redemption 2 ძველი სიახლეა კონსოლის მფლობელებისთვის, მაგრამ არა PC გეიმერებისთვის. როგორც იქნა, ამ უკანასკნელთაც ეღირსათ რაღაც კარგი და სულ მალე მიიღებენ 2018 წლის ერთ-ერთი საუკეთესო თამაშს. ვისაც ჯერ კიდევ არ გითამაშიათ არტურ მორგანის ისტორია, მაშინ ჯობია მოემზადოთ ეპიკური თავგადასავლისთვის მომაკვდავ ველურ დასავლეთში.

Red Dead Redemption 2 პერსონალური კომპიუტერებისთვის გამოვა 5 ნოემბერს Google Stadia-ს საშუალებით, ხოლო თვის ბოლოს უკვე სტიმზე იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის.

Need for Speed: Heat

ამ თამაშს ნამდვილად არ სჭირდება წარდგენა. დიდი ხანია უკვე, რაც Need for Speed-ის ფრენჩაიზი დიდ უკუსვლას განიცდის, მაგრამ სან გაყიდვები იქნება, მანამდე ახალი ნაწილების იქნება ყოველ წელს. არც 2019 წელია გამონაკლისი და კიდევ ერთ Need for Speed შეეცდება ფანების გულის მოგებას. ალბათ, ისევ ამაოდ.

Need for Speed: Heat გამოვა 8 ნოემბერს PC, Xbox One, Playstation 4 პლატფორმებზე.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე