×

სონის უჭირს PS5-ის ფასის დაწევა, რადგან მისი დამზადება 450$ ჯდება

სონის უჭირს PS5-ის ფასის დაწევა, რადგან მისი დამზადება 450$ ჯდება

დიდი ხანია რაც დადის ჭორები, რომ სონის თავს იკავებს მომავალი თაობის კონსოლის ფასის დასახელებისგან, რადგან მისი სიძვირე გააღიზიანებს და გააბრაზებს მოლოდინის ქვეშ მყოფ ფანებს.

რეალობა დიდად არ განსხვავდება ჭორებისგან. სახელოვანი გამოცემა ბლუმბერგის გამოძიების თანახმად, დადგინდა, რომ სონის Playstation 5-ის დამზადება უჯდება 450$, რაც საგრძნობლად მაღალია Playstation 4-სგან, რომლის დამზადებაც ჯდებოდა დაახლოებით 330$ და მისი საწყისი ფასი იყო 399$.

სონი არ მალავს იმ ფაქტს, რომ ახალი კონსოლის დამზადება საკმაოდ ძვირი უჯდება, რადგან ის ჰარდვეარი, რაც ექნება კონსოლს, ნამდვილად ვერ იქნება იაფი. ახალი SSD, ძალიან დიდი მეხსიერებით, ახალი თაობის გრაფიკული ბარათი, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და დიდი ოპერატიული მეხსიერებით.

თუ სონი გეგმავს, რომ დასაწყისიდანვე ჰქონდეს მოგება, მაშინ კომპანიას სხვა გზა არ ექნება და მინიმუმ 500-550$-ის დადება მოუწევს ახალ კონსოლზე. მაგრამ, სონის აქვს გამოცდილება, რომ დასაწყისში იმუშაოს წაგებაზე, PS3-მა გაყიდვების დასაწყისში მილიარდობით დოლარი დაკარგა, იმიტომ, რომ ტექნიკურად ამბიციური კონსოლი ზედმეტად ძვირი არ ყოფილიყო ფანებისთვის.

ჯერ-ჯერობით, სონი ცდილობს, რომ გადადოს Playstation 5-ის ფასის დაანონსება, რადგან წესიერად თითონაც არ იციან რას იზამენ. მაგრამ, კონსოლისთვის, რომელიც ჩვენს ტელევიზორებთან მინიმუმ 5-6 წლის მანძილზე იდება, 500$ ნამდვილად არ არის ძვირი, არც 550 და არც 600.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე