×

სტიმის სამომავლო ფასდაკლებები ცნობილია

სტიმის სამომავლო ფასდაკლებები ცნობილია

შემთხვევით გავრცელდა ის თარიღები თუ როდის იქნება სტიმის ფასდაკლებები წლის ბოლომდე. ჰელოუვინის ფასდაკლება, საშემოდგომო ფასდაკლება და საახალწლო ფასდაკლება. Steam Database-მა ტვიტერის მეშვეობით გამოაქვეყნა თარიღები და დააბრალა დეველოპერებს, რომლებმაც დაპოსტეს ეს დღეები, ვალვის თხოვნის საწინააღმდეგოდ.

ინფორმაციის თანახმად, ჰელოუვინის ფასდაკლებები იქნება 28 ოქტრომბრიდან 1 ნოემბრამდე. საშემოდგომო ფასდაკლება დაიწყება 26 ნოემბერს და გაგრძელდება 3 დეკემბრამდე. საახალწლო ფასდაკლება კი იქნება 19 დეკემბრიდან 2 იანვრამდე.

რა თქმა უნდა ეს ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დადასტურებული ინფორმაცია, მაგრამ Steam Database-ის თქმით, საკმაოდ სანდო დეველოპერებმა გაასაჯაროვეს თარიღები ისეთ ადგილებში, სადაც ვალვმა თხოვათ რომ არ ექნათ.

ყველაფერი მალე გაირკვევა, რადგან 28 ოქტომბრამდე სულ რაღაც ორი დღე დარჩა.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე