×

სტიმმა რეკორდი დაამყარა კონკურენტი მომხმარებლების რაოდენობით

სტიმმა რეკორდი დაამყარა კონკურენტი მომხმარებლების რაოდენობით

კორონავირუსის გამო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიების დიდი ნაწილი გადადის სახლიდან მუშაობის რეჟიმში და ძალიან ბევრი ადამიანი არის თვითიზოლაციის ან კარანტინის რეჟიმში. შესაბამისად, რა უნდა ვაკეთოთ, როდესაც სახლის მყუდრო გარემოში უწევს ადამიანს ჯდომა და მუშაობა? რა თქმა უნდ მან გვერდზე უნდა გადადადოს სამსახრუი და ცოტა დრო თამაშებსაც დაუთმოს.

SteamDB-ს საიტმა, რომელიც მუდმივად აქვეყნებს სტატისტიკას სტიმის მომხმარებელთა ბაზიდან, გამოაქვეყნა, რომ ორი დღის წინ, 15 მარტს, სტიმზე ერთდროულად იყო რეკორდული რაოდენობის მომხმარებელი, სულ 20 მილიონი ადამიანი, ხოლო აქედან კი თამაშს თამაშობდა 6.2 მილიონი ადამიანი.

აქედან ყველაზე მეტი მოთამაშე იყო ჩართული Counter-Strike: Global Offensive-ში, შემდეგ DOTA და მესამე ადგილზე გავიდა Rainbow Six: Siege.

ეს სტატისტიკა საერთოდ არ არის გასაკვირი იმ პირობებში, რომ მსოფლიოს ძირითადი მოსახლეობა პატიოსნად ასრულებს თხოვნას მაქსიმალურ თვით იზოლაციასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ კორონავირუსს ჯერ არ მიუღწევია პიკისთვის, პირბადეების და სანიტაიზერების კომპანიებთან ერთად, ყველაზე დიდ მოგებას გეიმინგ ინდუსტრია ნახავს.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე