სიახლეები

უბისოფტმა დააანონსა პოსტ-აპოკალიპტური Far Cry

თამაშების დაჯილდოების 2018 წლის ცერემონიამდე უბისოფტმა გამოუშვა ახალი Far Cry-ს 45 წამიანი ტიზერი, სადაც აქცენტი გაკეთებულია ატომურ ბომბზე.

კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული IP, 2004 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა, როგორც გახსნილი სამყარო ბევრი მისიით, სახალისო კომბატით, სადაც ერთი ებრძვის 100-მდე ადამიანს და შესაძლებელი stealth ელემენტებით. ფრენჩაიზი, კანონიკური ეპიზოდების გარდა, ცნობილია საკუთარი გადახვევებით: 80-იანი წლების ფილმების გაშარჟებით ან პრე-ჰისტორიკულ პერიოდში.

Far Cry 5 გამოვიდა 2018 წლის დასაწყისში და მისი მოქმედება ვითარდება თანამედროვე მონტანას შტატში, სადაც კულტის ლიდერმა საკუთარი პატარა ქვეყანა შექმნა. დრამატული და ხანგრძლივი სიუჟეტური რეჟიმის ბოლოს კი მოქმედება საკმაოდ უცნაურად ვითარდება და ამერიკის ტერიტორიაზე ფეთქდება რამდენიმე ატომური ბომბი. ახალი Far Cry-ს ტიზერი სწორედ აქედან იწყება, სოკოს ფორმის ღრუბელი და ტექსტი: “არავინ არ ვიყავით მზად დასასრულისთვის.”

დიდი ალბათობით, ეს არის მე-5 ნაწილის გაგრძელება, ე.წ. სპინ-ოფი და არა მე-6 ნაწილი. Far Cry Primal-თან დაკავშირებით ზუსტად ასე მოიქცა უბისოფტი, მეოთხე ნაწილის გამოშვების შემდეგ, ძალიან მალე გამოუშვა პრაიმალი, რომელიც ფაქტიურად ვიზუალურად შეცვლილი, ქვის ხანის მეოთხე ნაწილი იყო (რუქაც კი ზუსტად გადაიტანეს). დამატებით დეტალებს გავიგებთ სულ რამდენიმე საათში Game Awards 2018-ზე. მაგრამ, თუ წარსულის მიხედვით ვიმსჯელებთ, ახალი Far Cry-ს გამოსვლამდე დიდი დრო არ დარჩენილა.

Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *