×

ცნობილი გახდა Playstation 5-ის დეტალები და სისტემის ნაწილები

ცნობილი გახდა Playstation 5-ის დეტალები და სისტემის ნაწილები

გუშინ სონის დიზაინერმა მარკ სენრიმ წარადგინა კომპანიის მომავალი თაობის კონსოლი და ისაუბრა მის ტექნიკურ დეტალებზე. რა თქმა უნდა, ახალი კონსოლი ყველა დეტალით ჯობია მის წინამორბედს.

დიზაინერის განმარტებით, Playstation 5-ის შიდა მეხსიერება, კონსოლისთვის სპეციალურად დამზადებული 825 გიგაბაიტიანი SSD არის ერთ-ერთი ყველზე სწრაფი დღეს ბაზარზე არსებული SSD-ებს შორის.

Playstation 5-ის შიდა მეხსიერების სისწრაფის დონე

ამის გარდა, აღსანიშნავია, რომ ფურცელზე, მაიკროსოფტის ახალი კონსოლის Xbox Series X-ის ვიდეობარათი უფრო ძლიერი მონაცემებით არის ვიდრე Playstation 5-ის, მაგრამ სონის განცხადებით, ეს არაფერს არ ნიშნავს, რადგან მთავარი არის როგორი ოპტიმიზაცია ექნება ვიდეობარათს, ამაში კი სონის ბადალი არ ყავს დღეს.

სონიმ ასევე ისაუბრა ძველი თამაშების მხარდაჭერაზე. გამოსვლისთანავე, Playstation 5 შეძლებს, რომ ოფიციალური მხარდაჭერა ქონდეს ძველი კონსოლის 100-მდე ტოპ თამაშისთვის. ხოლო, კომპანია მუშაობს იმაზე, რომ ნელ-ნელა ყველა თამაში გადმოიტანოს ახალი თაობის კონსოლზეც.

ჯერ-ჯერობით კომპანია უარს ამბობს, რომ თქვას ახალი კონსოლის ფასი ან გამოავლინოს მისი ვიზუალური მხარე. იმედია დრო და დრო ვირუსის დაწყნარებასთან ერთად, Playstation 5-ის ახალ დეტალებსაც გავიგებთ მალე.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე