×

2017 წლის საუკეთესო თამაშები – ხალხის ხმა

2017 წლის საუკეთესო თამაშები – ხალხის ხმა

თითქმის ერთი კვირის წინ დაიწყო Gameland Georgia Awards, რომლის ფარგლებშიც გთხოვეთ, რომ აგერჩიათ 2017 წლის საუკეთესო თამაშები სხვადასხვა ჟანრში და თქვენც არ დაიშუროთ თქვენი კლიკები.

ვაღიაროთ, რომ 2017 საკმაოდ დატვირთული იყო საინტერესო თამაშებით, ზოგი ნოსტალგიური იყო, ზოგი მოულოდნელი, ზოგიც კი ზუსტად ისეთი, როგორიც წარმოგვედგინა. რა თქმა უნდა, არც იმედგაცურობა არ გვაკლდა ( *ჩახველება* Mass Effect Andromeda *ჩახველება*). საბოლოო ჯამში, ხვალინდელ დღეს, ანუ ახალ წელს უკმაყოფილების გრძნობით არ დავიწყებთ და ამასთან ერთად, დიდი მოლოდინებიც გვექნება მომავალი წლისგან, მაგალითად God of War, Red Dead Redemption 2, Far Cry 5 და ა.შ.

მაშ ასე, დავიწყოთ..

 

წლის თამაში

საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში ჩაერთვნენ Horizon Zero Dawn და Wolfenstein II: The New Colossus, სადაც საბოლოო გამარჯვებული გახდა Playstation-ის ექსკლუზივი HZD. გასაკვირი იყო? არანაირად. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში, ფაქტობრივად ერთხმად აღიარეს, რომ The Legend of Zelda: Breath of the Wild იყო 2017 წლის საუკეთესო თამაში, ვხვდებოდით, რომ საქართველოში სხვა სიტუაცია იქნებოდა ამ მხრივ, მხოლოდ იმიტომ, რომ ნინტენდოს კონსოლები არც ისე პოპულარულია აქ. Horizon Zero Dawn არის ძალიან ძლიერი სამყაროს, შინაარსისა და გეიმფლეის მქონე თამაში, სადაც კაცობრიობის მაქსიმალურმა განვითარებამ, საბოლოოდ უკან დახია ისინი და ახლა რობოტიზირებულ მონსტრებს უნდა შეებძროლოთ მხოლოდ მშვილდ-ისრითა და ხმლით.

 

წლის ონლაინ თამაში

წლის ონლაინ თამაში, ყველანაირი სტატისტიკური მონაცემებით, ეკუთვნოდა სწორედ PlayerUnknown’s BattleGrounds, არამარტო საქართველში, არამედ ყველგან. თამაში, რომელმაც შტურმით აიღო ონლაინ ჟანრი, მოხსნა სტიმზე დამყარებული ყველანაირი რეკორდი, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ Early Access-ში იყო იმყოფებოდა. ასეთი სტატისტიკა კი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მოთამაშეებს შეუყვარდათ PUBG და როგორც ჩანს, საქართველოშიც არანაკლებ სიმპატიით სარგებლობს, რადგან დანარჩენმა ვარიანტებმა მისი ნახევარი ხმაც კი ვერ მოიპოვეს. ამასობაში, დეველოპერები გვპირდებიდან, რომ ეს უბრალოდ დასაწყისია და 2018 წელი გრანდიოზული იქნება PUBG-სთვის.

 

წლის საბრძოლო თამაში

მიუხედავად ხუთი ვარიანტისა, სიის შედგენისას ყველამ კარგად ვიცოდით, რომ მთავარი ბროძლა შედგებოდა Injustice 2-სა და Tekken 7-ს შორის. 52 ხმა 58-ის წინააღდმეგ ხმების რაოდენობით, გამარჯვებული გახდა Tekken 7. როგორც ჩანს ქართველ გეიმერებს ნოსტალგიური თამაში უფრო მოსწონთ, ვიდრე DC სუპერგმირების ჩხუბი, მაგრამ ისიც ძალიან ცოტათი. რა თქმა უნდა ამ თამაშებში დიდი მნიშვნელობა არ აქვს შინაარსს, მთავარია გეიმფლეი მექანიკები და საინტერესო ჩხუბის სტილები, რომლითაც ორივე თამაში დაიკვეხნის. საბოლოოდ კი, ტეკენი მაინც ტეკენია.

 

წლის რეისინგ თამაში

კატეგორია, სადაც რეისინგ ჟანრის გრანდები ებძროდნენ ერთმანეთს. 2017 წელი ძალიან წარმატებული გამოდგა რეისინგის მოყვარულთათვის: Gran Turismo Sport, Forza Motorsport 7, Porject Cars 2 და Need For Speed Payback – ეს ყველაფერი ერთ წელიწადში. სამწუხაროდ, ამდენი სათამაშო დრო, ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ქონდეს ადამიანს. გეიმლენდის მკითხველებმა გამარჯვებულად გამოაცხადეს Need for Speed Payback. დაგვწყდა თუ არა გუნდის წევრებს გული? ცოტათი. მაგრამ ალბათ სწორედ ამის გამო არსებობენ დიდი ხანია NFS ფრენჩაიზი და EA კომპანია, რადგან ზუსტად იციან თუ რა სურთ დიდი ხნის ფანებს და საქართველოში Need for Speed-ის ფანები უკვე ძალიან დიდი ხანია რაც არიან.

 

წლის სტრატეგიული თამაში

“რა თქმა უნდა Total War ფრენჩაიზი მოიგებდა ამ კატეგორიას” კატეგორიაში, გამარჯვებული გახდა Total War Warhammer II. მემგონი გასაოცარი სიურპიზი ეს არავისთვის არ უნდა ყოფილიყო. ბოლოს და ბოლოს თუ გადახედავთ სხვა ვარიანტებს, მიხვდებით, რომ Total War, როგორც ყოველთვის, ერთი თავით მაღლა დგას სხვებზე. ტყუილად არ ქვია მას ყველაზე ძლიერი სტრატეგიული თამაშების ფრენჩაიზი გეიმინგ ისტორიაში.

 

წლის RPG თამაში

მოდით ვაღიაროთ, რომ RPG-ს ქონდა საუკეთესო წელი, Xenoblade Chronicles 2-ს თუ არ ჩავთვლით, ხმების რაოდენობით, დანარჩენი თამაშები საკმაოდ პოპულარული და ცნობილია საქართველოშიც, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი არის კონსოლის ექსკლუზივი. ეს კი ძალიან სასიხარულოა, როგორც ჩვენთვის, ასევე საერთოდ გეიმინგის განვითარებისთვის. Nier: Automata არის RPG (Role-Playing Game)-ის ზუსტი დახასიათება. თამაში შედგება სამყაროსა და გეიმფლეის ისეთი ელემენტებისგან, რომელსაც მხოლოდ ჭეშმარიტ RPG ჟანრში ვიხილავთ.

 

წლის ექშენ თამაში

შეიძლება წლის თამაშის ტიტულამდე 2 ხმა დააკლდა, მაგრამ, სამაგიეროდ Wolfenstein II: The New Colossus-მა დამსახურებულად მოიგო წლის ექშენ თამაში და აჯობა ისეთ თამაშებს, როგორებიცაა  Destiny 2 და Middle-Earth: Shadow of War. როგორც ჩანს, ნაცისტური რეჟიმი საქართველოშც არ უყვართ დიდად. Wolfenstein II ზუსტად გადმოსცემს იმას, თუ რა უნდა ქონდეს წლის ექშენ თამაშს: ბევრი ტყვიები, სწორხაზოვანი მისიები, ჩაკეტილი სამყარო და ბევრი ნაცისტები, რომელთა სისხლიანი ხოცვა-ჟლეტვა შეგიძლიათ, იმდენი რამდენიც მოგინდებათ.

 

წლის ინდი თამაში

ბოლო რამდენიმე წელია, რაც ინდი ჟანრი გახდა პოპულარული გეიმერებში. ალბათ იმიტომ, რომ ხალხი დაიღალა მეგა კორპორაციების მეირ გამოშვებული თამაშებით, რომელთა ერთადერთი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ფულის შოვნა და საერთოდ არ აინტერესებთ ფანების აზრები და სურვილები. ინდი კი განსხვავებულია, ინდი დეველოპერები არ მუშაობენ ფულზე, მათთვის პირველ ხარისხოვანია მომხმარებელი. წელს კი ორი ძალიან მნიშვნელოვანი, ერთმანეთისგან ცასა და დედამიწასავით განსხვავებული, ინდი ჟანრის თამაში გამოვიდა: Hellblade: Senua’s Sacrifice და Cuphead. სწორედ ამ ორ, რეალურ კანდიდატს შორის, გამარჯვებული გახდა Hellblade – თამაში, რომელიც საერთოდ არ ზრუნავს თქვენს ფსიქიკაზე და ძალიან სურს, რომ ისე გაგაგიჟოთ, როგორიცაა მისი მთავარი გმირი.

 

წლის Esport თამაში

აქ ბევრ საუბარს აზრი არ აქვს. კი, ძალიან პოპულარულია MOBA ჟანრის თამაშები – DOTA 2, LOL, Overwatch და კი, ეს უკანსკნელიც MOBA ჟანრს მიეკუთვნება, როგორც არ უნდა შევხედოთ. მაგრამ, წლიდან წლამდე ამტკიცებს საქართველო, რომ რა ტიპის თამაშებიც არ უნდა გამოვიდეს, Counter-Strike ყოველთვის იქნება ნომერ პირველი. შეიძლება ეს ნოსტალგიის ბრალია, შეიძლება იმის დამსახურებაცაა, რომ CS:GO მართლაც ძალიან ჩამთრევი ონლაინ თამაშია, მაგრამ ფაქტი სახეზეა, ეს არის უგვირგინო მეფე, რომელსაც კიდევ დიდი ხანი არაფერი არ ემუქრება.

 

წლის სათავგადასავლო თამაში

უბისოფთმა ერთი წელი დაისვენა და შეცვალა Assassin-თან მიდგომა, საბოლოოდ კი ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა ფრენჩაიზისთვის. 71 ხმით, ყველა და ყვალფერი ჩამოიტოვა Assassin’s Creed Origins-მა და გახდა წლის სათავგადასავლო თამაში. ამასთან ერთად კი აჯობა წლის თამაშს Horizon Zero Dawn-ს… ნეტა წლის თამაშის კატეგორიაში AC Origins-იც რომ ჩაგვესვა რა მოხდებოდა… AC Origins ლამაზია, მასიურია და საინტერესოა, მაგრამ წლის თამაში ნამდვილად ვერ გახდებოდა, მისთვის სათავგადასვლოს კატეგორიაც საკმარისია.

 

წლის სპორტული თამაში

მოდით სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, არცერთი სპორტი არ არის ისეთი პოპულარული, როგორც ფეხბურთი და როდესაც ვსაუბრობთ ფეხბურთზე, ადამიანების დიდი ნაწილი ფიქრობს FIFA-ზე. ეს კატეგორია არ არის იმაზე თუ რომელი თამაში ჯობია, რომელს. ეს კატეგორია უფრო იმას განსაზღვრავს, თუ რომელი სპორტი უყვარს ხალხს.

ყველას დიდი მადლობა, ვინც არ დაიზარა ხმა მისცა. პირობას გაძლევთ, რომ ეს არის უბრალოდ დასაწყისი Gameland Georgia Awards-ის. 2018 წლის დაჯილდოება აღარ ჩაივლის ასე მშრალად. იქნება პრიზები და საინტერესოდ გაკეთებული ხმის მიცემა. საქართველო არანაირად არ უნდა ჩამორჩებოდეს სხვა ქვეყნებს. სწორედ ეს იყო ამ დაჯილდოებების მიზანი და დიდი იმედი გვაქვს, რომ გაამრთლა კიდეც. როგორც ყოველთვის, Gameland Georgia-ს ჯგუფი ცდილობს, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს გეიმინგის განვითარებას საქართველოში, ეს კი უბრალოდ ერთ-ერთი გადადგმული ნაბიჯია.

ხმების სრული ჩამონათვალისთვის შეგიძლიათ იხილოთ ეს გვერდი – 2017 წლის საუკეთესო თამაშები.

 

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე