სიახლეები

Agony – “ყველაზე საშიში თამაშის” ახალი ტრეილერი და დაწესებული აკრძალვები

თამაში, რომელიც იმდენად საშიშია, რომ კონსოლებმა ონლაინ მაღაიზაში გამოსვლის საშუალება არ მისცეს.

Agony-მ ბევრი გეიმერის ყურადღება მიიპყრო როდესაც დაანონსდა, რადგან ცოტას თუ ენახა ისეთი შემზარავი ვიდეოები და თამაშის გარემო, რომელსაც აგონია გვთავაზობს. თუ არ იცით, თამაშის მოქმედება ვითარდება ჯოჯოხეთში და თქვენი მთავარი მისიაა, რომ გადარჩეთ. ამ შინაარს კი ემატება ძალიან ლამაზი გრაფიკა და საოცრად დეტალური სამყარო.

ახალ ტრეილერთან ერთად, ცნობილი გახდა Agony-ს გამოსვლის თარიღი – 29 მაისი, 2018 წელი, ანუ სულ რაღაც ერთ თვეში.

აგონია იმდენად საშიშ თამაშად მიიჩნიეს შემფასებელმა ორგანიზაციებმა, რომ გამომცმემლებს ფაქტობრივად აეკრძალათ მისი გამოშვება Playstation 4-სა და Xbox One-ზე. ამის გამო, საჭირო გახდა, რომ დეველოპერებს თითონ დაედოთ ცენზურა თამაშზე, რომ მიიეღოთ Mature რეიტინგი. მაგრამ კარგი ამბავი ისაა, რომ თუ PC მოთამშეებს სურთ შიშიგან გულის გასკდომა, შეეძლებათ, რომ დააყენონ ოფიციალური პატჩი, რომელიც მოხსნის ამ ცენზურას და გეიმერებს სრულ სიამოვნებას მიანიჭებს.

პროექტზე მუშაობენ ისეთი ადამიანი, რომლებიც მუშაობდნენ The Division-ზე და The Witcher 3-ზე, ამიტომ მათ საკუთარი საქმე ძალიან მაღალ დონეზე იციან.

Agony გამოვა 29 მაისს Playstation 4, Xbox One და PC პლატფორმებზე.

Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *