×

Apex Legends პოპულარობა ვარდნას განაგრძობს

Apex Legends პოპულარობა ვარდნას განაგრძობს

როგორც ჩანს, ფორთნაითისა და PUBG-ს ვერავინ ვერ გაუწია კონკურენცია და ვერ დაამხო მათი ლიდერობა. EA-მაც სცადა წელს Apex Legends-ის გამოშვებით, მაგრამ ხალხს უბრალოდ… მოსწყინდა ის.

თებერვალში, როდესაც თამაში გამოვიდა, მომდევნო ორი კვირა ხალხი მხოლოდ მასზე საუბრობდა. აპექსმა დაამხო ფორთნაითის რეკორდები სტრიმინგში და ძლიერი დარტყმით შევიდა კონკურენტუნარიან ბაზარზე. მაგრამ, ყველაფერი კარგი დასასრულს უახლოვდება და აპექსის დეველოპერებმა უბრალოდ დააჩქარეს ეს ყველაფერი.

აპექსის გამოსვლიდან, ვერაფრით ვერ დალაგდა სიტუაცია, ორი თვის შემდეგაც, ნელი განახლებები, მოსაწყენი პირველი სეზონი და რაც მთავარია ჩითერების უაზროდ დიდი რაოდენობა, რასაც ვერ შველიან კომპანიაში. საბოლოოდ, ამ ყველაფერმა გამოიწვია სტრიმერებისა და სტრიმის მნახვებელების 75%-იანი ვარდნა.

Apex და Fortnite ნახვების შედარება

როგორც ჩანს ამით დასრულდა EA-ს იმედი, რომ Battle Royale-ში დაიმკვიდრებდნენ კარგ ადგილს. დღევანდელი მდგომარეობით, თამაშებს შორის სტრიმინგის ნახვების განსხვავება არის 10 მილიონი.

შეიძლება აპექსმა საინტერესო მეორე სეზონი დააანონსოს და ხალხს უფრო მეტი შესთავაზოს, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ფორთნაითი ემზადება მარველთან თანამშრომლობაზე და მალე პოპულარულ თამაშში ვიხილავთ პოპულარულ გმირებსაც.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე