Assassin’s Creed Odyssey გეიმფლეი ვიდეო და თამაშის დეტალები

Ubisoft-მა ვრცლად ისაუბრა ასასინის ახალ ნაწილზე და წარადგინა თამაშის ტრეილერი, გეიმფლეი ვიდეო და ბევრი ახალი დეტალი მის შესახებ.

ფრენჩაიზის ბოლო ორ ნაწილში, შესაძლებელი იყო, რომ გეთამაშათ როგორც ქალი, ასევე მამაკაცი პერსონაჟით. AC: Syndicate-ში ეს ხდებოდა თქვენს ნებაზე, ხოლო AC: Origins-ში კი მისიების მიხედვით. როგორც ჩანს, ახალ ასასინში მოთამაშე დასაწყისშივე გადაწყვეტს საკუთარი პერსონაჟის სქესს და მას დიდი მნიშვნელობა აღარ მიენიჭება.

თამაშის მოქმედება განვითარდება ძველ საბერძნეთში, პელოპონესის ომის პერიოდში, დაახლოებით ქრისტეს შობამდე 431-ე წლის გარშემო. მოთამაშეები მოხვდებიან ისეთ ისტორიულ ქალაქებში, როგორებიცაა დელოსი, მიკონოსი და ატიკა. რაც შეეხება თანამედროვე დროს, თამაში გაგრძელდება იქ, სადაც დასრულდა AC: Origins. როგორც ჩანს, კომპანია გეგმავს, რომ ცოტა უფრო სერიოზულად მიხედოს თანამედროვე პერიოდსაც.

საინტერესოა, რომ Assassin’s Creed ოფიციალურად გადავიდა Open World RPG-ის ჟანრში. შინაარსის განვითარება და ურთიერთობი დამოკიდებული იქნება დიალოგებზე, რომლებსაც მოთამაშე თითონ გადაწყვეტს.

მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ AC Odyssey-ს დეველოპმენტზე დიდად არ უწვალია კომპანიას. თამაში ძალიან გავს მის წინამორბედს, როგორც გრაფიკით, ასევე გეიმფლეითა და სხვადასხვა ტექნიკური მხარით.

Assassin’s Creed Odyssey გამოვა 2018 წლის 25 ოქტომბერს PC, Xbox One, Playstation 4 პლატფორმებზე.

მოგწონთ სტატია?

2 0

1
დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
1 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
0 Comment authors
E3 2018: Ubisoft კონფერენციის ყველა სიახლე და ტრეილერი - Gameland Georgia Recent comment authors
  გამოიწერეთ  
უახლესი უძველესი მაღალი შეფასებით
შემატყობინე
trackback

[…] თამაშის 8 წუთიანი გეიმფლეისა და სხვა დ… […]