Assassin’s Creed Odyssey: The Fate of Atlantis პირველი ტრეილერი და დეტალები

Ubisoft-მა დააანონსა AC: Odyssey-ს ახალი კონტენტური დამატება და წარადგინა მასთან დაკავშირებული ტრეილერი. წყაროების ცნობით, დამატება იმდენად დიდია, რომ შეიძლება ცალკე თამაშადაც კი აღვიქვათ.

The Fate of Atlantis შედგება სამი ეპიზოდისგან, რომლებიც გამოვა პერიოდულად. პირველ ეპიზოდს კი ვიხილავთ სულ ცოტა ხანში, 23 აპრილს, ყველა პლატფორმაზე. კონტენტური დამატება გამოიკვლევს ბერძნულ მითოლოგიასა და სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს.

საინტერესოა ის, რომ კონტენტური დამატების მოქმედება განვითარდება სრულიად ახალ ტერიტორიაზე, რომელიც პირველად გამოჩნდება Odyssey-ში – Field of Elysium. ახალ ტერიტორიასთან ერთად, დამატებაში ვიხილავთ ახალ იარაღებს, აბჯარს, შესაძლებლობებს და რა თქმა უნდა ახალ მტრებს, მათ შორის Isu-ს ჯარისკაცებს.

The Fate of Atlantis-ის დაწყებისთვის საჭიროა, რომ მოთამაშეს დახურული ქონდეს მთავარი თამაშის სიუჟეტური რეჟიმი და მინიმუმ 28 ლეველზე იყოს.

კონტენტური დამატების მეორე და მესამე ეპიზოდები: Torment of Hades და Judgement of Atlantis გამოვა ზაფხულში. ეს იქნება Assassin’s Creed Odyssey-ს ბოლო დიდი კონტენტური დამატება.

loading...
Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *