განხილვები

Assassin’s Creed Syndicate განხილვა

დიახ, შეიძლება სიგიჟის ერთ-ერთი მაგალითი არის ერთისა და იმავეს გამეორება, რაც Ubisoft-მა რამდენიმე წელია აითვისა Assassin’s Creed-ის ფრენჩაიზის სახით, მაგრამ CoD-სგან განსხვავებით, ისინი ყოველწელს ცდილობენ მაინც, რომ რეალურად შემატონ რამე ყოველ მომდევნო თამაშს. რამდენად გამოსდით ეს უკვე სხვა საქმეა. განსაკუთრებით Assassin’s Creed Unity-ს კრახის შემდეგ, კომპანიას ნამდვილად ჭირდებოდა თამაში, რომლითაც დაამტკიცებდა, რომ ფრენჩაიზის გაგრძელებას რეალუად ქონდა აზრი და ის არ გადაიზარდა უბრალო ფულის მოხვეჭის მანქანად (პარიზის ისტორიის შემთხვევაში, ამაშიც კი არ გამართლდათ იმედები).

ერთი რამ Ubisoft-ს ნამდვილად არასდროს არ ეშლება – სამყაროს შექმნა. ჯვაროსნული ომი, რენესანსის ხანა, საფრანგეთის რევოლუცია, მოკლედ, სამყაროს შექმნა პრობლემას არასდროს არ წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხვდებით ხვდება ისტორიულ ვიქტორიანულ ერაში, ლონდონი, სადაც ინდუსტრიალიზმის ოქროს ხანაა დამდგარი. არისტოკრატები საუკეთესო ინდურ ჩაის მიირთმევენ, ვაითჩაპელის ღარიბი მოსახლეობა ტალახში ცხოვრობს, პოლიცია გაყიდულია და ქუჩებს ტემპლარების ბინძური დაჯგუფება აკონტროლებს. პარლამენტი, ბუკინგემის სასახლე, ვესტმინისტერი, თქვენ მოინახულებთ ლონდონის ღირსეშანიშნაობებს მეცხრამეტე საუკუნეში და ამასთან ერთად ნახავთ და გაიცნობთ ძალიან ბევრ ცნობილ და ისტორიულ ადამიანს. თამაშები საკუთარი გარემოთი და გრაფიკით, რომ ფასდებოდნენ, Assassin’s Creed Syndicate ნამდვილად 10-ს აიღებდა. მაგრამ მთავარია ვნახოთ, რეალურად რამდენად შეეფერება შინაარსი, გეიმფლეი და სხვადასხვა დეტალები ასეთ უნიკალურ გარემოს.

დიდი ბრიტანეთი საკუთარი დიდების ხანაში იმყოფება, ის ჯერ კიდევ ფლობს მსოფლიოს სადავეებს, ხოლო ლონდონი კი ამ ყველაფრის სული და გულია. მაგრამ ამ, ყველანაირად განვითარებულ, ქალაქში, ერთ დიდი პრობლემა სუფევს: ტემპლარების კონტროლი იმხელა დონეზეა ასული, რომ არც დედოფალს და არც პრემიერ-მინისტრს არ გააჩნიათ რეალური ძალაუფლება, ხოლო ინგლისელი ასასინები ვერ ბედავენ ლონდონში არსებობას და სხვა ლოკაციიდან განაგრძობენ არსებობას. კრაფორდ სტარიკის რკინის ხელი წვდება ლონდონის ინდუსტრიის ყველა კუთხე-კუნჭულს და ასასინებს არ აძლევს, არამარტო საკუთარი კავშირების შექმნას, არამედ ელემენტარული ცხოვრების საშუალებასაც. მაგრამ ერთი ადამიანის დიდება ვერ გაგრძელდება სამუდამოდ (როგორც რეალურმა ისტორიამ რამდენჯერმე უკვე გვაჩვენა). ასასინთა კრედოს ტყუპისცალი ჯარისკაცები, ჯეიკობი და ივი ფრაიები, ორი საკმაოდ განსხვავებული ადამიანები, მაგრამ მაინც, ყველაფრის მიუხედავად – და-ძმანი, გადაწყვეტენ, რომ დადგა ლონდონის კლანჭებიდან ხნის დრო. მიზანი ერთია – ლონდონის გათავისუფლება და სტარიკის მოკვლა, მაგრამ მიზნის მიღწევამდე გასავლელი გზა ძალიან განსხვავდება ტყუპებისთვის. შინაარსი არ არის არც დატვირთული და არც ჩახლართული. ორი კეთილი, ერთი ბოროტი და რა თქმა უნდა სამოთხის ერთ-ერთი ნაწილი (Piece of Eden). თამაშის დასაწყისიდავნე ხვდები თუ როგორი დასასრული ექნება მას, ამიტომ მთავარ სიუჟეტურ რეჟიმზე მეტად, უფრო საინტერესო ხდება ცნობილი ადამიანების ისტორიები და მათთან შეხვედრა: კარლ მარქსი, ჩარლზ დიკენსი, ჩარლზ დარვინი და ა.შ.

სამწუხაროდ ისევ, ძალიან მცირე დონეზე ჩანს თანამედროვე სამყარო, რაც Assassin’s Creed-ის ბოლო თამაშებს უფრო და უფრო მეტად აკლია. ცუდია, რომ დესმონდის შემდეგ დატვირთვა მთლიანად წარსულზეა გადატანილი, რაც ერთის მხრივ გასართობად ძალიან კარგია, მაგრამ ფრენჩაიზის დიდი ხნის მოყვარულებს შეიძლება, რომ პრობლემა შეექმნათ ამაზე, რადგან ზოგადი შინაარსი არ ვითარდება. მაგრამ იმ იმედით, რომ რაღაც დიდი მზადდება და მალე ვიხილავთ თანამედროვე სამყაროსა, ცოტა ხნით შევეშვათ ამაზე საუბარს.

Assassin’s Creed Syndicate არის პირველი თამაში ფრენჩაიზში, სადაც შესაძლებელია ორი პერსონაჟის გაკონტროლება. სისტემა ძალიან გაქვს Grand Theft Auto 5-ის სტილს. აქაც ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი ჯეიკობსა და ივის შორის პერსონაჟების გადართვა. ერთი მხრივ საკმაოდ ბრუტალური, საკუთარი კვალის ღიად დატოვების მოყვარული და გეგმების არ მქონე ძმა, ხოლო მეორე მხრივ კი, ასე ვთქვათ, ასასინთა კრედოს ღირებულებების მიმდევარი, ჩრდილიდან მებრძოლი და. მაგრამ კონკრეტული მისიები მოითხოვს კონკრეტულ ასასასინს. ტყუპები ერთმანეთში იზიარებენ ფულს, სპეციალური უნარების ქულებს, იარაღებს და მათ განახლებებს. ამიტომ თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ დიდ არეულობას და პრობლემებს არ იწვევს ეს ახალი სისტემა სინდიკატში. პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობს. ჯეიკობისა და ივის მართვის შესაძლებლობა გვიქმნის ილუზიას, რომ თამაში სცდება სწორხაზოვან და ერთფეროვან გეიმფლეის. საინტერესო იქნებოდა, რომ განვითარებადი უნარების შესაძლებლობა სხვადასხვა ქონოდა და-ძმას, მაგრამ რეალურად პერსონაჟებით არაფერი არ იცვლება, არ იქმნება სიტუაცია, სადაც ერთი უფრო გამოგვადგება ვიდრე მეორე, უბრალოდ მოთამაშე ირჩევს ქალი უნდა იყოს თუ კაცი. ერთგვარად სამწუხაროა, რომ ძალიან დიდი პოტენციის მქონე სისტემას გასაქანი არ აქვს და მხოლოდ არჩევნის ილუზიას ტოვებს.

ძალიან საინტერესო იყო, თუ როგორ ჩაანაცვლებდა თამაში ხმლებს, ატრიბუტს, რომელზეც აგებულია მისი წინამორბედი ნაწილები. მაგრამ დედოფალი ვიქტორიას ხანაში ხმლების ადგილი ნამდვილად აღარ იყო.  გეიმფლეის მთავარი ცვლილება სწორედ ეს იყო და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეველოპერებს ეს არ შეშილიათ. სპეციალური ჯოხები, პატარა დანები და კასტეტები. საინტერესო ისაა, რომ სამივე იარაღს აქვს თავისებური და განსხვავებული ჩხუბის სტილი, და დასაწყისში შეიძლება მნიშვნელოვანია, რომელს უფრო კარგი სტატისტიკა აქვს, მაგრამ რაც უფრო იხვეწება მოთამაშე ჩხუბში, მით უფრო ნაკლები მნიშნველობა ენიჭება სტატისტიკას და თამაშის შუიდან იმ იარაღს დაიჭერთ, რომელიც უბრალოდ მოგწონთ ჩხუბის დროს და რომელიც უფრო ლამაზად გამოიყურება. მეორე ყველაზე დიდი დამატება, რაც რთულია, რომ ობიქეტურად შეფასდეს, არის თოკიანი კაუჭი, რომელიც ხსნის შენობებზე ძრომიალისა და პარკურის ვალდებულებას. მაგრამ ეს მხოლოდ ადამიანზეა დამოკიდებული, ურჩევნია შენობებს შორის თავისით იხტუნაოს და  ბიგ-ბენის თავზე საკუთარი ძალებით აძვრეს, თუ ერთი ღილაკის დაჭერით მარტივად აღმოჩნდეს მის თავზე. პირადად ჩემთვის საკმაოდ მოსახერხებელი იყო კაუჭის გამოყენება, მაგრამ ბევრისთვის ეს Assassin’s Creed-ისთვის სულის ამოგლეჯვას ნიშნავდა.

მსოფლიო შეთანახმდა იმაზე, რომ Unity-ს ბევრი ნაკლი ჰქონდა… ძალიან ბევრი, ამიტომ Ubisoft გეიმფლეის დეტალების პატარ-პატარა პრობლემების გამოსწორებას შეეცადა და ნამდვილად გამოუვიდა კიდეც. ამიტომ გეიმფლეი, შეიძლება არა უნაკლო, მაგრამ ძალიან დახვეწილია და სიამოვნებას განიჭებთ თამაშის დროს. მაგრამ დეველოპერებმა მაინც დატოვეს გარკვეული ნაწილები, მაგალითად მთავარი ადამიანების მკვლელობის დროს, თამაში თვითონ გვისახავს რამდენიმე გზას თუ როგორ შეიძლება მივუახლოვდეთ მიზანს ისე, რომ ვერ დაგვინახონ. უკეთესი იქნებოდა, რომ არსებობდეს რამდენიმე გზა, მაგრამ თითონ მოთამაშეს უწევდეს მისი გამოცნობა და ფიქრი თუ როგორ გაიაროს მისია.

თავისთავად, სინდიკატი სავსეა პატარ-პატარა მეორე ხარისხოვანი მისიებით და ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი შესაგროვებელი ნივთებით. მინი მისიები საინტერესოს ხდის თამაშს. თუ დაიღლებით მთავარი შინაარსის მიყოლებით, ყოველთვის შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ცხენებით რეისებში, იჩხუბოთ ფულისთვის, დაეხმაროთ თქვენს განგსტერულ ბანდას და რა თქმა უნდა აგროვოთ ძალიან ძალიან ძალიან ბევრი ნივთი.

No Older Articles
Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *