E3 2018

Battlefield V “ომის ისტორიების” ტრეილერი

მაიკროსფოტის კონფერენციაზე გამოჩნდა Battlefield V-ის სიუჟეტური რეჟიმის ტრეილერი, სახელწოდებით – ომის ისტორიები.

Battlefield 1-ის მსგავსად, ახალ ნაწილშიც არ იგეგმება საერთო შინაარსის მქონე სიუჟეტური რეჟიმი. ეს უკანასკნელი დანაწევრებული იქნება რამდენიმე ისტორიად, რომლებიც ერთმანეთთან არ არიან უშუალო კავშირში, მაგრამ ასახავენ მეორე მსოფლიო ომის სისასტიკესა და სიმწარეს.

უშუალოდ ტრეილერში ნაჩვენებია ერთ-ერთი ასეთი ისტორიის მონაკვეთები, რომელიც ასახავს ახალგაზრდა ნორვეგიელის მცდელობას, რომ გადაურჩეს გერმანულ ოკუპაციას. ნათელია, რომ თამაშში იქნება ძალიან მძიმე ატმოსფერო და ბნელი, ემოციური გარემო. ეს არ არის ისტორიები, სადაც ნაჩვენები იქნება ადამიანების სასწაულებრივი გმირობები. ისტორიები მოგვითხრობენ ოჯახების შესახებ, რომლებიც გაუბედურდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს და რომელთა ერთადერთი მიზანი იყო, რომ გადარჩენილიყვნენ ყველანაირ ფასად.

ამ ტრეილერის გარდა, გუშინ, EA-ს კონფერენციაზე საუბარი იყო Battlefield V-ის ონლაინ რეჟიმსა და Battle Royale-ის დამატებაზე. სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

Battlefield V გამოვა 2018 წლის 15 ოქტომბერს PC, Xbox One და Playstation 4 პლატფორმებზე.

Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *