სიახლეები

Battlefield V შინაარსობრივი ტრეილერი

EA-მ და DICE-მა გამოავლინეს Battlefield V-ის სიუჟეტური რეჟიმის პირველი, სინემატიკური ტრეილერი.

Battlefield 1-ში კომპანიამ შეცვალა მიდგომა სიუჟეტური რეჟიმისადმი და არჩია, რომ მოეყოლა რამდენიმე გულის ამაჩუყებელი, ლამაზი და რაც მთავარია ექშენით დატვირთული ცალკეული ისტორიები. ეს მიდგომა საკმაოდ პოპულარული გამოდგა თამაშისთვის, რომელიც მთავარ მიდგომას აკეთებს ონლაინ რეჟიმზე და როგორც ჩანს Battlefield V-შიც ასეთ ისტორიებს შევხვდებით სხვადასხვა ადამიანებზე.

მეორე მსოფლიო ომი შეეხო თითქმის ყველას, ზოგს ძალიან ცუდად, ზოგს კი ნაკლებად, მაგრამ კვალი ყველას ცხოვრებაში დატოვა. თამაშის ისტორიები ფოკუსირებული იქნება ახალგაზრდა ჯარისკაცებზე, რომელთაც მოუწევთ ურთულეს სიტუაციაში საშინელი გადაწყვეტილებების მიღება და თუ რამდენი ძალა აქვს ადამიანს, როდესაც საქმე ეხება თვითგადარჩენას.

ერთ-ერთი ისტორია ეხება ახალგაზრდა ნორვეგიელ ჯარისკაცს, რომელიც ებრძვის გერმანულ ოკუპაციას. ტრეილერში ასევე ნაჩვენებია ახალგაზრდა ქალი თოვლში თხილამურებით და ბრიტანელი მეომარი, ხოლო სიტუაციები არის საკმაოდ რთული, ციხე და ა.შ.. ვიმედოვნოთ, რომ Battlefield 1-ს მსგავსად, ესეც ძალიან კარგად იქნება გაკეთებული.

Battlefield V გამოვა 2018 წლის 20 ნოემბერს Playstation 4, Xbox One, PC პლატფორმებზე.

Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *