Borderlands 3 ტიზერი და ეპიკის ექსკლუზივი

ინფორმაციის ინტერნეტში გაჟონვის შემდეგ, 2K Games-მა ოფიციალურად დაადასტურა Borderlands 3-ის გამოსვლის თარიღი მცირე ტიზერთან ერთად. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ის დროებითი ექსკლუზივი იქნება ეპიკის ახლად შექმნილ მაღაზიაში, რომელიც სტიმს ებრძვის პირველი ადგილისთვის.

Borderlands 3 გამოვა PC, Xbox One, Playstation 4 პლატფორმებზე 2019 წლის სექტემბერს. ერთი დიდი განსხვავება კი ისაა, რომ თამაში, 2020 წლის აპრილამდე, იქნება ეპიკის ონლაინ მაღაზიის ექსკლუზივი და მხოლოდ აპრილის შემდეგ გამოვა სტიმზე.

2K-ს პრეზიდენტმა ფორმალური განცხადებით აცნობა ფანებს, რომ კომპანია მოხარულია ეპიკთან გაფორმებული ახალი ურთიერთობით და სწორედ ეს დაეხმარება Borderlands 3-ს, რომ კარგი გამოცდილება შესთავაზოს მოთამაშეებს.

მიუხედავად ფანების დიდი გაღიზიანებისა, ეპიკის მიერ დაწყებული ომი უფრო და უფრო ძლიერდება და საბოლოოდ, გზა გამარჯვებისკენ გადის დიდ კომპანიებსა და მათ მიერ შექმნილ AAA თამაშებზე და არა დამოუკიდებელი დეველოპერების მიერ შექმნილ პატარა თამაშებზე. ფანებმა საკუთარი გაბრაზება Borderlands-ის ძველ თამაშებზე გამოხატეს და სტიმზე საშინელი შეფასებები დაუწერეს.

Borderlands 3-ის სრული ტრეილერი და დამატებითი ინფორმაცია გამოვა 1 მაისს.

loading...
Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *