×

BoxART

BoxART

ეძღვნება Ivajan Tsikolia

იძახიან, წიგნს გარეკანით არ სჯიანო. Bitch please. პირველი რითაც ყურადღება შეიძლება მიიპყროს წიგნმა – ლამაზი გარეკანია. მითუმეტეს წინასწარ თუ არ გაქვთ დათქმული რის ყიდვას აპირებთ. უბრალო შერჩევის დროს სწორედ ეს მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. მართალია, დღეს ადგილზევე Goodreads-ზე შეიძლება გადამოწმება რამდენად ვარგა წიგნი, მაგრამ გარეკანი თავის გარკვეულ როლს თამაშობს ამ პროცესში.

მოდით ახლა გულახდილად ვილაპრაკოთ. კი ვართ უკვე ზრდასრული და გაწონასწორებული დიდები, მაგრამ თავის დროზე, მეორადი სასქესო ნიშნები როცა ეს-ესაა თავს იჩენდა, მაღაზიაში თამაშის საყიდლად რომ მიდიოდით, რა გეხმარებოდათ არჩევნის გაკეთებაში? ხვდებით არა, რას ვგულისხმობ? დღეს ეს სტრუქტურა ნაკლებად მუშაობს, მაგრამ ლამაზი და უნიკალური გარეკანი თამაშის ყუთზე მისი სახეა. სწორედ მას ხედავთ პირველი და შეიძლება ითქვას თამაშის დასახელებისას მის გარეკანს იხსენებთ.

ისევ ვუბრუნდებით იმ სულელურ არგუმენტს, არის თუ არა ვიდეო თამაშები ხელოვნება. ისევ არ დავხარჯავ თქვენ დროს ამაზე ლაპარაკით. სხვა კითხვა დავსვათ. არის თუ არა თამაშის ყუთის გარეკანი ხელოვნება? კი. ყოველთვის. უბრალოდ ზოგჯერ ეს მხატვრული ხელოვნებაა, ზოგჯერ კი – მარკეტინგული.

ჯერ საერთოდ განვიხილოთ რა არის თამაშის კარგი გარეკანი. შედარებით თანამედროვე მაგალითს შევეხებით, რელევანტურობისთვის. Между нами, девочкамиICO-ს აქვს საუკეთესო გარეკანი, მაგრამ რახან წინა სტატიაში ვილაპრაკეთ ამაზე, აღარ განვმეორდები.

Borderlands

BORDERLANDS; 2K GAMES; 2009:

დიზაინერებს უბრალოდ შეეძლოთ მთავარი გმირები იარაღით ხელში ეჩვენებინათ (ამ თემას დავუბრუნდებით), მაგრამ Gearbox მაქსიმალურად შეეცადა გარეკანზე თამაშის ბუნება გამოეხატა. პირველი რაც თვალში გვხდება ეს ველური ფერების პალიტრაა და ნახატის სტილი. ვისაც ოდნავ მაინც შეხება გქონიათ თამაშთან, ადვილად ამოიცნობთ მის ვიზუალურ ხატს; თამაში Mad Max იყენებს შთაგონებას თავისი სამყაროსითვის? მაშინ ფიქრის ღრუბელში პრაქტიკულად ფილმიდან სცენა გააცოცხლეს; ფსიქიკურად შეშლილი პერსონაჟები ძირითად მასას წარმოადგენენ? გარეკანზე გამოსახულ პერსონაჟს თამაშს სამყაროში Phsycho ქვია. მის ჟესტიკულაციასაც დააკვირდით. „გიჟი ხომ არ ხარ?!“ ჟესტი შერწყმულია თავის მოკვლასთან, თამაში ხომ შუტერია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გარეკანი უბრალოდ საკაიფოდ გამოიყურება. მეორე ნაწილისთვის მარტივი, მაგრამ ამისგან არანაკლებად გენიული გადაწყვეტილება მიიღეს. Phsycho უბრალოდ თავის მოკვლის ჟესტს ორი ხელით აკეთებს.

ახლა კი, ვნახოთ როგორ შეიძლება თამაშის გარეკანი მთლიანად ჩაისვაროს. თანაც, ერთი თამაშის მაგალითზე ვნახავთ. წარმოგიდგენთ – Heavy Rain. მის გარეკანს სამი იტერაცია აქვს, რეგიონების მიხედვით. საუკეთესო, ევროპული ვერსიით დავიწყებთ.

Heavy Rain; Sony Computer Entertainment; 2010;

გახსოვთ თამაში რაზეა? შავი ღრუბლებით ჩახუტებულ ქალქში სერიული მკვლელი გამოჩნდა. ის ბავშვებს იტაცებს და გარკვეულ ღია კონტეინერში ათავსებს. მამას საშუალება ეცემა შვილი გადაარჩინოს, თუ მზად არის დაბრკოლებების სერია გაიაროს და შვილისთვის მსხვერპლზე წავიდეს. მინიშნებები მკვლელიდან თანდაყოლილია ორიგამი ფიგურებით. გარეკანი განა ელეგანტურად არ ასახავს საჭირო ინფორმაციას?

დიზაინერებმა საკმარისი ინფორმაცია გამოხატეს Boxart-ზე, რომ ინტრიგული სურათი გამოვიდეს. ორიგამი ფიგურა სისხლიანი ლაქით წვიმაში დგას. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რა კავშირი აქ სისხლს, ორიგამის და წვიმას? ქაღალდი წყალში რატომ არ იკუჭება? მოკლედ რომ ვთქვათ, მშვენიერი გარეკანია, თავის დროზე საკმაოდ კარგი თამაშისთვის. ახლა შევხედოთ ასევე, არც ისე ცუდ ალტერნატივას იაპონური რეგიონისთვის.

Heavy Rain; Sony Computer Entertainment; 2010;

იაპონური ვერსია, თავისთავად ამ კულტურისთვის, უფრო სიტუაციის ჰორორ ელემენტებისკენ იხრება. თამაშის ბუნების გარკვეული ნაწილი მაინც გადმოცემულია. კოკისპირული წვიმა რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო ახრჩობს ნალექით – ეს იდეა აშკარად თამაშის ნაწილია, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო სიმბოლური დატვირთვა აქ. სურათზე გამოსახულია არა ბავშვი (რასაც ალბათ ცენზურა არ გაატარებდა), არამედ მთავარი გმირი, მამა რომელიც მთელ ამ სიტუაციაში ნელ-ნელა იხრჩობა. გარეკანი არც ისე ცუდია, მაგრამ ევროპულ ვერსიის subtlety (დახვეწილობა?) არ არის.

ახლა კი მეგობრებო, ნამდვილი ტრაგედია. Heavy Rain-ის ამერიკული გარეკანი.

Heavy Rain; Sony Computer Entertainment; 2010;

Look how they massacred my boy!

იაპონური ვარიანტი გავკიცხეთ იმიტომ, subtlety აკლიაო (ვინმემ იცის ეს სიტყვა ქართულად როგორ ითარგმნება?). მთავარი გმირების გამოხატვა გარეკანზე საერთოდ ამერიკული თემაა, ძალიან უყვართ, თუნდაც ფილმებში. თამაშის ცენტრალური პერსონაჟი ტექნიკურად ითანი არის (მარცხნიდან მესამე გარეკანზე), მაგრამ გარეკანზე სხვა გმირია ფოკუსში გამოყვანილი. რატომ იცით? იმიტომ რომ დასველებულმა ქალის მკერდმა დაგიძახოთ. და ექშენიც ხო მოგწონთ? აჰა, იარაღიც გვაჩვენეს. მოცემული გარეკანი ყოველგვარ გემოვნებას არის მოკლებული. ყველა ცუდი კლიშე პრაქტიკულად Boxart-ზეა. Madness.

განსხვავებული Boxart რეგიონის მიხედვით სტანდარტული პრაქტიკა იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში, მითუმეტეს თამაშების ცნობადობის გასადიდებლად, გარეკანი ერთი გახდა რეგიონისთვის. როდესაც ირჩევდნენ, რომელი მიმართულება ყოფილიყო ერთადერთი, ბაზრის სიდიდის მიხედვით აირჩიეს. ამერიკა. სწორედ ამიტომ აღარ ვხედავთ გემოვნებიან, უნიკალურ გარეკანებს. ახლა უკვე მაქსიმალურ ცნობადობაზეა ყველაფერი დამოკიდებული. ამიტომ, Boxart-ზე სავარაუდოდ მთავარი გმირი იქნება, აუცილებლად იარაღით ხელში, ალბათ ზურგით ჩვენსკენ და რაიმე დიდი კატასტროფის ან თამაშის გამორჩეულ ლოკაციის ფონზე. ან, იარაღს ჩვენს მხარეს უმიზნებს და აქეთ, მეოთხე კედლისკენ მოდის. თუ ჯგუფია პერსონაჟების, უდიდესი ალბათობით 3 ადამიანი იქნება გამოსახული. გაიხსენეთ რამდენი გარეკანი ვნახეთ ასეთი ამ ბოლო დროს?

(ყველა თამაშს ნუ ჩამომათვლევინებთ,ზედ აწერია სახელები თუ გაინტერესებთ)

სამწუხაროა ეს ყველაფერი, მაგრამ ვერ გავექცევით. თანამედროვე თამაშების ინდუსტრია და მისი ბაზარი თავის წესებს კარნახობს. რაც არ უნდა ვემიჯნებოდეთ, AAA თამაშების მთავარი დანიშნულება მაქსიმალური საბაზრო მარგი ქმედების კოეფიციენტია. ამიტომ, ხშირად გარეკანს ფინანსური დეპარტამენტის მიერ გამოყვანილი ალგორითმი ხატავს და არა ხელოვანი ფუნჯით. მაგრამ, ყურადღება შეგიძლიათ მიაქციათ ალტერნატიულ ვარიანტებს, რომლებსაც თვითონ აუდიტორია გვთავაზობს. კერძო ხელოვანები, არტისტული გამოთქმის სადარაჯოზე რომ დგანან. შეგიძლიათ ჩვეულებრივად ამობეჭდოთ სასურველი გარეკანი და ყუთს შეუცვალოთ. სამწუხაროდ, მალე დისკებიც აღარ გვექნება, მაგრამ ამაზე, მოდით სხვა დროს ვილაპარაკოთ.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე