ვიდეოები

Civilization 6-ში დაემატება ოქროს ხანის საქართველო

პოპულარული გეოპოლიტიკური სტრატეგიული თამაშის Civilization 6-ისთვის დეველოპერებმა დააანონსეს ახალი დამატება , სადაც შევა თამარის მეფობის დროინდელი საქართველო.

ეს არ იქნება უბრალო დამატება, სადაც ზრდილობისთვის შეიყვანეს საქართველოს ქვეყანაც. როგორც ჩანს, დეველოპერებმა საკმაოდ კარგად გამოიკვლიეს საქართველოს თავისებურებანი.

საქართველოს მოემატება განსაკუთრებული ძალა, როდესაც მოთამაშე შეიყვანს ქვეყანას ოქროს ხანაში. ამიტომ მოთამაშისთვის აუცილებელი იქნება, რომ შეინარჩუნოს ოქროს ხანა და გააძლიეროს საქართველოს ტერიტორია, იმისთვის, რომ მიიღოს დამატებითი ბონუსები.

თამაშში შეტანილი იქნება საქართველოსთვის დამახასიათებელი ციხე-სიმაგრეები, რომლებიც მდებარეობს მთიან ტერიტორიაზე. ამასთან ერთად, ხევსურელ ჯარისკაცებს ექნებათ დამატებითი ბერკეტი მთებში, რადგან მოეხსენებათ, თამაშის მიერ დაწესებული, მოძრაობის ყველანაირი პენალტი.

თამარ მეფეს შეუძლია, რომ დაიწყოს პროტექტორატის ომი, რაც მეომრებს, გარკვეული დროით, მისცემს ბონუს რწმენას (რადგან თამარს შეეძლო ინსპირაცია ბრძოლის დაწყებამდე). როგორც ჩანს კომპანიას არც ის გამოეპარა, რომ საქართველოში დღეს და ზოგადად მის ისტორიაში, რელიგიას ძალიან ადგილი უჭირავს, რადგან თამაშში კიდევ იქნება ბონუსები რელიგიასთან დაკავშირებით.

Civilization 6-ის დამატება Rise and Fall გამოვა 2018 წლის 8 თებერვალს.

Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *