სიახლეები

Code Vein თავს გვახსენებს გეიმფლეი ტრეილერით

ბანდაი ნამკოს პროექტი, რომლის ინსპირაციათა სიაში შედის: ანიმე, ვამპირები და აპოკალიფსი, თავს გვხასენებს სანახაობრივი სისხლიანი და ბრუტალური ტრეილერით.

კრიტიკოსები დიდი ხანია ამბობენ, რომ Code Vein იქნება კომპანიის პოპულარული ფრენჩაიზის, Dark Souls-ის ტიპის თამაში, ანიმე სტილის გეიმფლეითა და ანიმაციებით. მაგრამ პროექტის დირექტორის თანახმად, თამაში გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე Dark Souls-ის კოპირება. უბრალოდ უნდა წარმოიდგინოთ, რომ ხართ ანიმეში, რადგან ყველაფერი არის სწორედ ამ სტილში.

ეს არ არის რაიმეთი გამორჩეული ტრეილერი, რადგან ბანდაი ნამკო საერთოდ არ ცდილობს პროექტის გასაიდუმლოებას და უკვე ბევრჯერ ვიხილეთ გიიმფლეი ვიდეოები და ტრეილერები. მიუხედავად იმისა, ბევრი რამ არ არის ცნობილი თამაშის შინაარსზე. მოცემულ ტრეილერში ნარატორი ყვება, თუ როგორია რევენანტად (Code Vein-ის მიერ შერქმეული სახელი ვამპირებისთვის) ცხოვრება, რას ნიშნავს სიკვდილი და სიცოცხლე.

Code Vein-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ ვიცით, რომ 2018 წელს უნდა ველოდოთ, ახალი თაობის პლატფორმებზე.

Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *