×

Cyberpunk 2077-ის გამოსვლა კიდევ ერთხელ გადაიდო

Cyberpunk 2077-ის გამოსვლა კიდევ ერთხელ გადაიდო

ერთი-ერთი ყველაზე დიდი მოლოდინის ქვეშ მყოფი თამაშის Cyberpunk 2077-ს გამოსვლა გადაიდო 2020 წლის სექტემბრამდე. CD Projekt Red გვპირდებოდა, რომ თამაში გამოვიდოდა აპრილში, მაგრამ კომპანიამ ტვიტერზე დადო მიზეზი, თუ რატომ უწევს გამოსვლის თარიღის რამდენიმე თვით გადადება.

“Cyberpunk 2077 ვერ მოესწრება აპრილამდე და მისი გამოსვლის თარიღი გადაიდო 2020 წლის 17 სექტემბრამდე.”

“ამ მომენტში ჩვენ ვართ ისეთ ეტაპზე, რომ თამაში დასრულებულია და მისი სრულებით თამაშიც შესაძლებელია, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ არის. ღამის ქალაქი მასიურია, ისტორიებით სავსე, უამრავი კონტენტი და ადგილი სანახავად. მაგრამ, ამ ყველაფრის ზომისა და კომპლექსურობის გამო, ჩვენ კიდევ გვჭირდება დამატებითი დრო. ჩვენ გვსურს, რომ Cyberpunk 2077 იყოს დიდი მიღწევა ამ თაობისთვის და გამოსვლის თარიღის რამდენიმე თვით გადადება საშუალებას მოგვცემს, რომ ის იყოს იდეალური თამაში.”

Cyberpunk 2077 აუცილებლად გამოვა მოქმედი თაობის კონსოლებზე, ანუ Playstation 4 და Xbox One. ამასთან ერთად კი, ახალი თაობის კონსოლების გამოსვლასთან ერთად, უნდა ველოდოთ მათზე პორტირებასაც.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე