Cyberpunk 2077-ის 48 წუთიანი გეიმფლეი დემო

მრავალთვიანი პიარისა და მოლოდინის შემდეგ, პოლონურმა კომპანია CD Projekt Red-მა გადაწყვიტა, რომ გაევრცელებინა, ახალი თამაშის 48 წუთიანი გეიმფლეი ვიდეო.

კომპანიის ტვიჩის გვერდზე დილიდან დაიწყო უცნაური ლაივსტრიმი, გაურკვეველი კოდებითა და სიტყვათა წყობით. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ კი დაიწყო Cyberpunk 2077-ის რიგით პირველი გეიმფლეი.

ვიდეოს მოქმედება ვითარდება მთავარი პროტაგონისტის V-ს ირგვლივ, რომელმაც უნდა შეასრულოს კიბორგებთან და დაჯგუფების წევრებთან დაკავშირებული მისია. ასევე, ძირითადი ყურადღება ეთმობა “Night City”-ს, თამაშის მთავარ ტერიტორიას და საკმაოდ სერიოზულად შექმნილ კომბატ სისტემას. უშუალოდ ქალაქს ეტყობა, რომ ტყუილად არ მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე წელია. ის მდიდარია პატარ-პატარა მნიშვნელოვანი დეტალებითა და საოცარი ვიზუალებით.

გეიმფლეის თან ახლდა თამაშის რეჟისორის კომენტარები, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ახლოსაც კი ვერ მივა დასრულებულ ვერსიასთან. ამის ნახვა შეძლო მედიამ რამდენიმე თვის წინ და უბრალოდ დრო იყო, რომ ფანებსა და დანარჩენ საზოგადოებასაც ენახათ. მაგრამ, აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ჯერ არაფრის დეველოპმენტი არ არის ბოლომდე დასრულებული.

Cyberpunk 2077 იქმნება PS4, Xbox One და PC პლატფორმებზე. ჯერ-ჯერობით გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მისი თამაში შესაძლებელია თავიდან ბოლომდე.

მოგწონთ სტატია?

3 1

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე