Days Gone E3 2018 ტრეილერი და გამოსვლის თარიღი

Days Gone-ს ერთ დღეში მიიღო ახალი ტრეილერი და ოფიციალურად დადასტურებული გამოსვლის თარიღი. ამ ინფორმაციით კი სონი ემზადება E3 2018-ისთვის.

თუ სონი და დეველოპერული სტუდია პატიოსნად მოიქცევიან და აღარ გადადებენ გამოსვლის თარიღს, მაშინ Days Gone დღის სინათლეს იხილავს 2019 წლის 22 თებერვალს.

მოქმედება ვითარდება პოსტ-აპოკალიპტურ სამყაროში, სადაც, ერთ დროს კანონდამრღვევი დიკონ ჯონი, ცდილობს გადარჩენას ახალ პირობებში. ჯერ-ჯერობით უცნობია აპოკალიფსის გამოწვევის მიზეზი, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანებთან ერთად ბინადრობენ ზომბის მსგავსი მონსტრები და დაუმორჩილებელი ცხოველები. ამ მონსტრებთან ერთად კი ჯონის მტრები არიან ადამიანები, რომლებიც ეთაყვანებიან ფრიკერებს.

სონის განცხადებით, Days Gone არ იქნება სტანდარტული ღია სამყარო, ძალიან ბევრი მეორე ხარისხოვანი მისიით. თამაშს ექნება ე.წ. “ოქროს გზა” და შინაარს აქვს ძალიან დიდი დატვირთა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ზუსტად რას ნიშნავს ეს “ოქროს გზა”.

სონი ემზადება E3 კონფერენციისთვის, რომელიც იქნება 12 ივნისს, დილის ხუთ საათზე, ჩვენი დროით. კონფერენციისა და ყველა სიახლის ნახვა შეგიძლიათ აქ. ვიმედოვნოთ, რომ Days Gone-ს გარდა კიდევ ბევრ ინფომრაციას ვიხილავთ ახალ ექსკლუზივებზე.

მოგწონთ სტატია?

1 1

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე