×

Death Stranding გამოვა პერსონალურ კომპიუტერებზეც

Death Stranding გამოვა პერსონალურ კომპიუტერებზეც

მრავალთვიანი დუმილის შემდეგ, ჰიდეო კოჯიმას ახალმა სტუდიამ “კოჯიმა ფროდაქშენსმა” ოფიციალურად დაადასტურა, რო Death Stranding-ს იხილავთ PC გეიმერებიც და Playstation 4-ის ექსკლუზივობა სულ რამდენიმე თვეს გასტანს.

დეველოპერული სტუდიის ოფიციალურ ტვიტერზე გაკეთდა განცხადებ ამის შესახებ: “… კოჯიმა ფროდაქშენსი მოხარულია გაცნობოთ, რომ Death Stranding გამოვა PC-ზე 2020 წლის ზაფხულის დასაწყისში.

რამდენიმე წლის წინ, თამაშის დაანონსების დროს, ცნობილი იყო, რომ Death Stranding გამოვიდოდა PC-ზეც, მაგრამ რამდნეიმე თვიანი რეკლამირების შემდეგ, სონიმ და კოჯიმამ საერთოდ დაივიწყეს ეს ნაწილი და აპიარებდნენ თამაშს როგორც Playstation 4-ის ექსკლუზივი.

როგორც იქნა, კოჯიმამ PC გეიმერებსაც გაუგორა კოჭი და ოფიციალურად დაადასტურა გამოსვლის თარიღიც. თამაშის გამოშვებას სათავეში ჩაუდგება 505 Games, პატარა იტალიური გამომცემლობა, რომლებმაც მხოლოდ ბოლო ორ-სამ წლიწადში დაიწყეს დიდი თამაშების მხარდაჭერა.

შეგახსენებთ, რომ Death Stranding არის ჰიდეო კოჯიმას პირველი სოლო პროექტში მას შემდეგ, რაც მან დაძაბულ ვითარებაში დატობა კონამი. თამაში ძალიან დიდი მოლოდინის ქვეშ იმყოფება და თვით კოჯიმაც ამბობს, რომ ბოლომდე თითონაც არ ესმის თამაშის არსი. Death Stranding გამოვა 2019 წლის 8 ნოემბერს, სულ რაღაც 10 დღეში.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე