სიახლეები

Death Stranding თამაშების დაჯილდოვების ტრეილერი

2017 წლის თამაშების დაჯილდოებაზე ჰიდეო კოჯიმამ წარადგინა საკუთარი თამაშის – Death Stranding-ის ახალი და საკმაოდ გრძელი ტრეილერი.

სამწუხაროდ ტრეილერმა პასუხის გაცემის ნაცვლად, კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა და გაზარდა, ისედაც უკვე ძალიან დიდი ინტრიგა, მომლოდინე ფანებში. ტრეილერში უკეთ ჩანს კოჯიმას მიერ შექმნილი სასტიკი, უცნაური და შემაძრწუნებელი სამყარო.

ტრეილერიდან ირკვევა, რომ ნორმან რიდუსის პერსონაჟს ქვია სემი და შარშან გამშვებული უცნაური ტიზერისგან განსხვავებით, მასზე მიერთებული არ არის არანაირი ბავშვი, აცვია ტანსაცმელი და ჩანს, რომ სხვა ადამიანთან ერთად ცდილობს გარკვეული მიზნის მიღწევას. ტრეილერის ბოლომდე ახსნას, სჯობს, რომ თავად უყუროთ და მიხვდებით თუ რამდენად უცნაურად ჩანს ყველაფერი და რამდენად გაურკვეველია Death Stranding-ის არსი.

ჯერ-ჯერობით კოჯიმა დუმს თამაშის გამოსვლის თარიღზე, მაგრამ ცნობილია, რომ დადებულია ექსკლუზიური ხელშეკრულება სონისთან, შესაბამისად მას მხოლოდ ფლეისთეიშენის ახალი თაობის კონსოლებზე ვიხილავთ. Death Stranding დაკომპლექტებულია ძალიან კარგი მსახიობებით და ვიმედოვნოთ, რომ 2018 წლის დასაწყისში მეტ ინფორმაციას მივიღებთ მის შესახებ.

Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *