E3 2018

Death Stranding 8 წუთიანი გეიმფლეი ვიდეო

სონის E3 კონფერენციის მთავარი მოვლენა იყო ჰიდეო კოჯიმას Death Stranding-ის გიმეფლეი ვიდეო, რომელმაც უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე უპასუხა.

საზოგადოება დიდი მოთმინებით ელოდა ახალ ინფორმაციას მისტერიული Death Stranding-ის შესახებ და საბოლოოდ, სონიმაც გადაწყვიტა, რომ ოფიციალურად ეჩვენებინა თამაშის 8 წუთიანი გეიმფლეი. მაგრამ, გეიმფლეი ტრეილერმა ხალხი კიდევ უფრო გაკვირვებული და გაოცებული დატოვა და რეალურად არანაირი ახსნა არ ყოფილა თამაშის უცნაურობებთან დაკავშირებით.

როგორც ჩანს, ნორმან რიდუსის მთავარი პერსონაჟი შეებრძოლება სხვადასხვა სახის მოსნტრებს და ჩუმი მოძრაობა უნდა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტოი გეიმფლეიში. კიდევ გამოჩნდა ახალი პერსონაჟი, ამჯერად ქალი, რომელსაც თამაშობს მსახიობი ლეა სეიდუქსი (Léa Seydoux). ტრეილერი სავსეა დამალული მესიჯებით და აშკარად ბნელი და სასტიკი გარემოთი.

ამის გარდა, სონიმ გადაწყვიტა, რომ კიდევ ჩუმად იყოს სხვა დეტალებზე. ჯერ კიდევ უცნობია Death Stranding-ის გამოსვლის თარიღი და შინაარსი. უბრალოდ იმედი ვიქონიოთ, რომ ჰიდეო კოჯიმა არ შეცდება.

Comments (1)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *