×

Diablo IV ოფიციალურად დადასტურდა ახალი ტრეილერით

Diablo IV ოფიციალურად დადასტურდა ახალი ტრეილერით

რამდენიმე კვირიანი მძიმე პერიოდის მიუხედავად, ბლიზარდმა მაინც წარმატებით ჩაატარა Blizzcon 2019. როგორც ჩანს, ჩინეთის მხარდაჭერა ჰონგ-კონგთან ბრძოლაში ცუდია, მაგრამ ისეთი ცუდი არა, რომ Diablo IV-ის დაანონსებამ და რამდენიმე წუთიანმა ტრეილერმა არ გადაფაროს ეს.

დიახ, ბევრი სპეკულაციებისა და წარუმატებელი კონფერენციების შემდეგ, ბლიზარდმა საბოლოოდ დააანონსა პოპულარული დიაბლოს ფრენჩაიზის მეოთხე ნაწილი. კომპანიამ სცენაზე წარადგინა ორი ტრეილერი, ერთი გეიმფლეი, ხოლო მეორე ტრადიციულად ფანტასტიკური სინემატიკური ტრეილერი, სადაც ნაჩვენებია დიაბლო IV-ის მათავარი ბოროტმოქმედი, ლილითი.

ლილითი, დემონთა დედოფალი და მიზერიის დედა, ბნელი რიტუალის შემდეგ, ბრუნდება სამყაროში და არაფერი კარგი არ აქვს ჩაფიქრებული. ახლა, მხოლოდ მოთამაშეებს შეეძლებათ, რომ გადაარჩინონ სამყარო და ჩაშალონ ლილითის გეგმები.

სამწუხაროდ არც Diablo IV-ის თამაში არ იქნება შესაძელებლი ინტერნეტის გარეშე, რადგან თამაში მუდმივად მოითხოვს ონლაინს, სიუჟეტური რეჟიმი და ონლაინ ელემენტები ინტეგრირებულია ერთმანეთში. ხოლო, თუ სხვებთან ერთად თამაში არ გსურთ, შესაძლებელია ჯურღმულებისა და გამოქვაბულების სრულიად მარტო გამოძიება და სიუჟეტური რეჟიმისთვის საჭირო ტერიტორიების თამაში მხოლოდ მეგობრებთან ერთად.

გეიმფლეი ტრეილერში ნაჩვენებია, რომ თამაში საკმაოდ გავს წინამორბედებს და საუკეთესო დეტალები არის შენარჩუნებული. სამწუხაროდ, გამოსვლამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ნაადრევი იქნება რამე კონკრეტულზე საუბარი.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ზუსტად როდის გამოვა Diablo IV და რა პლატფორმებზე იქნება ის.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე