DOOM Eternal ახალი თამაშის ანონსი და ტრეილერი

E3 კონფერენციაზე  ბესეზდამ დააანონსა 2016 წლის DOOM-ის გაგრძელება – DOOM Eternal და წარადგინა პატარა ტიზერიც.

კლეატიულმა დირექტორმა ჰუგო მარტინმა განაცხადა, რომ ახალი დუმს აქვს ყველაფერი, რასაც უნდა ველოდოთ ზოგადად დუმის ფრენჩაიზისგან და უფრო მეტიც. ამჯერად, პოპულარული პროტაგონისტი Doom Guy მარსის მაგივრად საკუთარ პლანეტაზე, დედამიწაზე შეებრძოლება ჯოჯოხეთის დემონებს, რომლებიც კიდევ ერთხელ გამოვიდნენ არაამქვეყნიური პორტალიდან და საფრთხის ქვეშ აყენებ კაცობრიობის არსებობის საკითხს.

საწმუხაროდ, ტიზერ ტრეილერში არ იყო ნაჩვენები უშუალო გეიმფლეი, მაგრამ თუ ვიმსჯელებთ კადრებითა და მუსიკით, ახალ დუმს ექნება ყველაფერი: საზიზღარი მონსტრები და უფრო ძლიერი მონსტრები, უფრო დიდი იარაღები და რაც მთავარია, ბევრი, ძალიან ბევრი სისხლი.

DOOM Eternal-ის შესახებ უფრო მეტ დეტალს გავიგებთ აგვისტოში, QuackeCon-ზე, დიდი ალბათობი მანამდე არ გახდება ცნობილი თამაშის გამოსვლსი თარიღი, გეიმფლეი ვიდეო და სათამაშო პლატფორმები.

მოგწონთ სტატია?

0 0

1
დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
1 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
0 Comment authors
E3 2018: Bethesda კონფერენციის ყველა ტრეილერი და სიახლე - Gameland Georgia Recent comment authors
  გამოიწერეთ  
უახლესი უძველესი მაღალი შეფასებით
შემატყობინე
trackback

[…] DOOM Eternal-ის მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადით ამ სია… […]