ვიდეო განხილვა

Driveclub განხილვა

დღეს მინდა გელაპარაკოთ ერთ თამაშზე, რომელსაც წელზე მეტია ვთამაშობ და რომელიც სიგიჟემდე მომწონს, თავისი მინუსების მიუხედავად. მისი სახელია Driveclub, სარბოლო არკადული თამაში. 

Driveclub გამოვიდა 2014 წელს და თავიდანვე ქონდა ცუდი რეცენზიები სერვერთან პრობლემების გამო, რომელსაც საკმაოდ დიდი ხანი ვერც ასწორებდნენ. მოთამაშეები შედიოდნენ სერვერებზე რიგრიგობით, ხანდახან კი საერთოდ ვერ ახერხებდნენ თამაშს. მაგრამ დეველოპერები არ დანებდნენ და  ნელნელა გამოდიოდა განახლებები და თამაში უმჯობესდებოდა ჩვენს თვალწინ, Driveclub გახდა სერიოზული ნაშრომი, მე დავარქმევდი ერთერთ საუკეთესო არკადულ რბოლას. მოდი დავიწყოთ. თავიდან ვილაპარაკოთ თამაშის ძლიერ მხარეებზე: პირველი რა თქმა უნდა ფიზიკაა, თქვენ შეგიძლიათ გეიმპადით იგრძნოთ მანქანა , მისი სიძლიერე და მისი ხასიათი, გეიმფლეი ზუსტად არის მორგებული Ps4-ის კონტროლერზე. მეორე სასიამოვნო ნახატია, გრაფიკა თამაშში შეუდარებელია, წვიმა თუ ჩართეთ საოცრება ხდება! მესამე არის ონლაინ რეჟიმი, არის სერვერები, შეიძლება ჯგუფების შემქნა, მეგობრებთან ერთად თამაში, ამასთან ერთად შეგიძლიათ კლანების შექმნა. მეოთხე, თამაშს თავიდანვე დიდ ყურადღებას აქცევენ დეველოპერები და წინ უამრავი განახლება გველის, უფასოც და ფასიანიც. მეხუთე, მანქანების ხმა თამაშში, გეტყვით ასე, ამ ხმაზე უკეთესი ცხოვრებაში არაფერი გამიგია!

ახლა მინუსები, თამაშში არ არის Open world ტიპის, რაც საშვალებას არ გაძლევს, რომ გამოიკვლიო გარემო. არ არის ტუნინგი, ანუ როგორ მანქანასაც იყიდით, ისეთი იქნება მუდამ. 

მაგრამ ეს მინუსები თამაშს მაინც არ ან ვერ აფუჭებს! ამ მომენტში Driveclub-ის ავტოპარკი შეადგენს 112 მანქანასა და 15 მოტოციკლეტს. არ მოგესმათ, მოტიციკლეტს, თამაშში არის დამატება რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ მოტოთი იკატაოთ! არის ბევრი რუკა და ბევრი ტურნე სოლო რეჟიმისთვის, ასე რომ ინტერნეტის გარეშეც არ მოიწყენთ! თუ თქვენ მოგწონთ არკადული რბოლები, გირჩევთ რომ შეიძინოთ ეს თამაში, არ ინანებთ.

ეს ბოლო სტატიაა
შემდეგი სტატია
Call of Duty: Infinite Warfare განხილვა

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე