E3 2018: ახალი გეიმფლეი და დეტალები Anthem-ის შესახებ

Anthem-მა დიდი დრო დაიკავა EA-ს კონფერენციაში და ტრეილერის გარდა იყო ინტერვიუები პროდუსერთან და სცენარისტთან, რომლებმაც თამაშის ბევრ დეტალებზე ისაუბრეს.

Anthem-ს ექნება, როგორც სიუჟეტური, ასევე ონლაინ რეჟიმიც, მაგრამ შესაძლებელი იქნება მათი შერწყმა ერთმანეთში. როგორც ახსნეს, თქვენ გექნებათ წვდომა ონლაინ რეჟიმთან სიუჟეტის გავლის დროს, და გარკვეულ მონსტრებს შეერკინებით მეგობრებთან ერთად და არა მარტო. თამაშს ექნება მოთამაშეებს შორის გაზიარებული სამყარო, რომელიც “დიდი ხნის წინ მიატოვეს ღმერთებმა” და სადაც შეგეძლებათ, რომ ითამაშოთ ერთად ან ცალ-ცალკე.

ტრეილერის სანახავად გადადით აქ.

თამაში იქმნება იმგვარად, რომ დეველოპერებმა შეძლონ ახალი ისტორიებისა და შესაძლებლობების დამატება მომდევნო წლების მანძილზე, ისე, რომ ამან ხელი არ შეუშალოს თავდაპირველად გამოსულ სიუჟეტურ რეჟიმს.

თამაშში იქნება ოთხი განსხვავებული აბჯარი, საკუთარი უნიკალური შესაძლებლობებით. მათ შორის გადაცვლა იქნება თავისუფალი, მისიაზე ან მეგობრებზე დამოკიდებული.

EA ძალიან დაკვირვებულად უყურებს ბოლო დროში განვითარებულ მოვლენებს და წელს კომპანიამ უარი თქვა ე. წ. Loot ყუთებზე, რომლებიც ღირს რეალური ფასი, მაგრამ არ არის ცნობილი თუ რა დევს შიგნით. Anthem-ში გექნებათ, მხოლოდ კოსტუმებისა და სხვადასხვა კოსმეტიკური ნივთების შეძენის შესაძლებლობა, რომლებიც ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ თამაშის სტილზე.

საბოლოოდ კი ცნობილი გახდა გამოსვლის თარიღი, Anthem გამოვა 2019 წლის 22 თებერვალს PC, Xbox One და Playstation 4 პლატფორმებზე.

მოგწონთ სტატია?

2 0

1
დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
1 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
0 Comment authors
Recent comment authors
  გამოიწერეთ  
უახლესი უძველესი მაღალი შეფასებით
შემატყობინე
trackback

[…] Anthem-ის შესახებ დეტალების ნახვა შეგიძლიათ ამ სტატიაშ…. […]