/ / /

E3 2018: Bethesda კონფერენციის ყველა ტრეილერი და სიახლე

Bethesda-მ საკუთარი კონფერენცია დაუთმო ახალ თამაშებს, რომლებსაც ვიხილავთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში და ასევე დააანონსა ორი სიურპრიზი, ახალი IP და მომდევნო Elder Scrolls.

საკმაოდ საინტერესო გამოდგა Bethesda-ს კონფერენცია მთლიანობაში. შარშანდელისგან განსხვავებით, მათ შეწყვიტეს ერთი და იგივე ადგილის ტკეპნა (იხუმრეს კიდეც იმაზე, რომ TES: Skyrim გამოვიდა ყველა შესაძლო პლატფორმაზე) .

მათ გვანახეს საკუთრი შესაძლებლობები, კერძოდ მრავალი ფრენჩაიზის გაგრძელება. აქედან ზოგი უკვე ვიცოდით, ბევრი კი წარმოდგენაც კი არ გვქონდა. ბოლოს და ბოლოს, Bethesda არის კომპანია, რომელსაც შეუძლია საიდუმლოს შენახვა.

 

RAGE 2

მიუხედავად არც ისეთი წარმატებული პირველი ნაწილისა, Bethesda-მ გადაწყვიტა, რომ გამოეშვა Rage 2, რომელიც იმყოფება Avalanche Studios და id Software დეველოპმენტის ქვეშ.

ბევრი რამ არ არის ცნობილი, მაგრამ თავარი პროტაგონისტი ვოლკერი, იყენებს იმავე ტიპის იარაღებს, რომელიც გვხვდებოდა პირველ ნაწილში. ასევე ტერიტორია იქნება საკმაოდ დიდი და Mad Max-ის სტილის მანქანების მართვა შეგეძლებათ.

Rage 2 გამოვა 2019 წლის გაზაფხულს PC, Xbox One და Playstation 4 პლატფორმებზე.

 

DOOM ETERNAL

Bethesda-მ დააანონსა ახალი დუმი, როგორც 2016 წლის დუმის მეორე ნაწილი, უშუალო გაგრძელება. მეტი დემონებითა და Doom Guy-ს დიდი იარაღებით.

DOOM Eternal-ის მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადით ამ სიახლეზე.

 

WOLFENSTEIN: YOUNGBLOOD

კომპანიამ კიდევ ერთი პოპულარული ფრენჩაიზის გაგრძელება დააანონსა. Wolfenstein-ის შემდეგმა სერიამ მიიღო პატარა ტიზერ ტრეილერი.

როგორც  ჩანს, ახალი თამაშის მოქმედება განვითარდება Wolfenstein II-ის სიუჟეტის შემდეგ და ამჯერად, მთავარი პერსონაჟი, ან უფრო სწორად პერსონაჟები, იქნებიან, ყველასათვის საყვარელი, B.J. Blazcowicz-ის ტყუპი ქალიშვილები. მიუხედავად ორი მთავარი პერსონაჟისა, თამაშის სიუჟეტური რეჟიმი ასევე განკუთვნილია ერთი მოთამაშისთვისაც.

Wolfenstein: Youngblood გამოვა 2019 წელს, სხვა დეტალები უცნობია.

 

ELDER SCROLLS ფრენჩაიზის სიახლეები

კომპანიამ ბევრი სიახლე წარადგინა Elder Scrolls-ის ფრენჩაიზში. ჯერ დავიწყოთ მობილური თამაშით – TES: Blades. გეიმფლეი ტრეილერიდან აშკარაა, რომ თამაში იქნება ძალიან დახვეწილი RPG ჟანრის თამაში სმარტფონებისთვის და საკმაოდ გავს მეგა პოპულარულ Skyrim-ს. მას ასევე ექნება ონლაინ კავშირი და შეგეძლებათ მეგობრებთან ერთად თამაში.

TES: Blades გამოვა 2018 წლის შემოდგომაზე და იქნება სრულიად უფასო.

Blades-სთან ერთად, განახლდება TES: Legends და TES Online, რომლებიც მიიღებენ დამატებით DLC-ებს. ხოლო Legends გამოვა თანამედროვე კონსოლებზე, წლის ბოლოს.

და ბოლოს…

THE ELDER SCROLLS VI

30 წამიანი ტიზერიც საკმარისი იყო, რომ ხალხი შოკში ჩავარდნილიყო. როგორც იქნა, Bethesda-მ დაადასტურაააააააააააააააააააა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ახალ Elder Scrolls-ზე, მაგრამ ტიზერში გარემოს გარდა არაფერი არ ჩანს.

როგორც ვიცით, მინიმუმ 2-3 წელი მაინც უნდა ველოდოთ, სანამ გამოვა თამაში ან საერთოდ, სანამ გავიგებთ ახალ ინფორმაცის VI ნაწილის შესახებ.

 

STARFIELD

კარგად ცნობილი თამაშების გარდა, Bethesda-მ დააანონსა სრულებით ახალი თამაში, რაც არ გაუკეთებია კომპანიას უკვე 25 წელია.

სამწუხაროდ ამ ტიზერის გარდა არაფერი არ არის ცნობილი თამაშის შესახებ და არც ის ვიცით თუ საერთოდ რა ჟანრის თამაში იქნება ის. კომპანიის განცხადებით, თამაში კიდევ რამდენიმე წელი არ გამოვა.

 

და სხვა

კონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ Prey მიიღებს რამდენიმე განახლებას, მათ შორის ახალ DLC-საც, სახელწოდებით Mooncrash, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია მოთამაშეებისთვის.

Quacke Champions კომპანიის ონლაინ არენა შუთერი, ძალიან მალე გახდება საერთოდ უფასო და ყველასათვის ხელმისაწვდომი. ამასთან ერთად, კომპანიამ დაადასტურა, რომ ისინი არ შეწყვეტენ განახლებებს კიდევ დიდი ხანი.

და ბოლოს, Fallout Shelter გამოვა Nintendo Switch-სა და Playstation 4-ზე.

 

მოგწონთ სტატია?

1 0

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე