/ /

E3 2018: Sony კონფერენციის ყველა სიახლე და ტრეილერი

დასრულდა სონის კონფერენცია, ბევრი ახალი თამაშით, ბევრი ინფორმაციით და რაც მთავარია, ტრეილერების გარდა ნაჩვენები იყო გეიმფლეი ვიდეოები, რაც ყოველთვის უფრო კარგი და სასიამოვნოა.

როგორც მოსალოდნელი იყო, სონის ქონდა ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა E3 2018-ის კონფერენციებს შორის. კომპანია არასდროს არ ღალატობს თავის ტრადიციას და სხვადასხვა თამაშებზე ინფორმაციის გავრცელების გარდა, ყოველთვის ანონსებს ერთი-ორ ახალ თამაშსა, არა რომელიმე ძველი ფრენჩაიზის გაგრძელებას, არამედ სრულებით ახალ IP-საც და დღესაც ზუსტად ეს მოხდა.

ამასთან ერთად, კონფერენციაზე ნაჩვენები იყო რამდენიმე თამაშის გეიმფლეი ვიდეოები, რაც ყოველთვის უფრო დიდი იმედის მომცემია ვიდრე ორ წუთიანი, ლამაზად შეკოწიწებული ტრეილერი.

 

DEATH STRANDING

იდუმალებით მოცულმა Death Stranding-მა მიიღო 8 წუთიანი გეიმფლეი ვიდეო, მაგრამ სხვა მხრივ კომპანიამ სიჩუმე ამჯობინა.

დანარჩენი დეტალების ნახვა შეგიძლიათ ამ სიახლეში.

 

THE LAST OF US PART II

შემეგ იყო The Last of Us-ის მეორე ნაწილი, რომელიც წარსდგა ხალხის წინაში, მთელი 11 წუთიანი გეიმფლეი ვიდეოთი.

როგორც ვიდეოდან ირკვევა, ამჯერად მთავარი პერსონაჟი არის ელი, რომელიც გაიზარდა პირველი ნაწილის შემდეგ, მაგრამ მის გვერდით აღარ არის პირველი ნაწილის მთავარი პერსონაჟი – ჯოელი. აშკარაა, რომ სიჩუმე ისევ მთავარი ელემენტი იქნება თამაშში და მტრებიც უფრო ჭკვიანურად იქცევიან, გეიმფლეი უფრო დინამიურია და NPC-ს ხელოვნური ინტელექტი უფრო დახვეწილი.

სამწუხაროდ არ არის ცნობილი გამოსვლის თარიღი და შინაარსის დეტალები.

 

GHOST OF TSUSHIMA

Infamous: Second Son-ის შემქმნელები საკმაოდ ჩუმად იყვნენ, სანამ წინა წელს გავრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი მუშაობდნენ ახალ თამაშზე სამურაების შესახებ.

დღეს კი კონფერენციაზე ვიხილეთ Ghost of Tsushima-ს დებიუტი 9 წუთიანი გეიმფლეით. მოქმედება ვითარდება იაპონიაში, კამაკურას პერიოდში, 1274 წელს მონღოლების შემოსევების დროს. რაც მთავარია, ვიდეოში ნაჩვენებია ძალიან ლამაზი ხმლებით შერკინება.

 

NIOH 2

კიდევ ერთი სიურპრიზი და სამურაებთან დაკავშირებული Nioh 2 დაანონსდა, რომელზეც ისევ Team Ninja, მაგრამ ჯერ-ჯერობით უცნობია სხვა დეტალები.

შეგახსენებთ, რომ Nioh გამოვა ჯერ კიდევ 2017 წლის თებერვალს.

 

CONTROL

დეველოპერული კომპანია რემედიმ, როგორ ჩანს შეიცვალა პოზიცია და ახალი თამაშით სონის შეუერთდა. სწორედ რემედიმ შექმნა არც ისე წარმატებული Quantum Break, როგორც Xbox-ისა და ვინდოუსის ექსკლუზივი.

Control-ის პირველ ტრეილერში აშკარაა თამაშის მსგავსება მის წინამორბედთან. ისევ გვაქვს დროის შენელება და სტილიც და გრაფიკაც თითქოს Quantum Break-ს გავს.

თამაშის გამოსვლა იგეგმება 2019 წლისთვის.

 

RESIDENT EVIL II REMAKE

კომპანია კაპკომი განაგრძობს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰორორ ფრენჩაიზის Resident Evil-ის თამაშების რიმეიქის გამოშვებას.

Resident Evil II Remake ექნება განახლებული გრაფიკა, ვიზუალური ეფექტები და რაც მთავარია მესამე პირის ხედვაც, რაც ორიგინალ ვერსიას, რა თქმა უნდა, არ გააჩნია.

თამაში გამოვა 2019 წლის 25 იანვარს PC, Xbox One, Playstation 4 პლატფორმებზე.

 

SPIDER-MAN

უკვე ვიცით, რომ ახალი თამაში სპაიდერ-მენის შესახებ გამოვა 2018 წლის 7 სექტემბერს, ექსკლუზიურად Playstation 4-სთვის.

ძალიან სასიამოვნო იყო 7 წუთიანი, ექშენით დატვირთული ტრეილერის ნახვა, სადაც კარგად ჩანს ქალაქში გადაადგილებისა და კომბატ სისტემები. ასევე ვიდეოში ნაჩვენები იყო ისეთი ბოროტმოქმედები, როგორებიცაა: რაინო, სკორპიონი, ელექტრო და სხვა ცნობილები.

DERACINE

ძალიან ბევრი ჭორისა და ინტერნეტში გავრცელებული სურათების მიუხედავად, დეველოპერულმა კომპანია From Software-მა არ დააანონსა ახალი Bloodborne, არამედ წარადგინა Playstation VR-სთვის ექსკლუზიური თამაში Deracine.

Deracine-ს ოფიციალური აღწერა ასეთია: როგორც სული, რომელიც გამოიძახა ახალგაზრდა გოგონამ სკოლიდან, მოთამაშემ უნდა დაამყაროს უნიკალური კავშირები სტუდენტებთან და ისტორიის განვითარებასთან ერთად, შეძლოს სკოლის მოსწავლეების გადარჩენა არაამქვეყნიური ძალებისგან.

თამაშის გამოსვლის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

მოგწონთ სტატია?

8 0

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე