/ /

E3 2018: Ubisoft კონფერენციის ყველა სიახლე და ტრეილერი

დასრულდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოლოდინის ქვეშ მყოფი კონფერენცია და არც ისე ცუდი სიახლეები წარგვიდგინა წელს Ubisoft-მა.

სიურპრიზები, როგორც ასეთი არ ყოფილა, რადგან ფაქტობრივად ყველა თამაში დაანონსდა ოფიციალურად ან სანდო წყაროების მიერ, კონფერენციამდე დღეებითა და კვირებით ადრე. ამიტომ Ubisoft-ს ისღა დარჩენოდა, რომ ეჩვენებინა ტრეილერები და წარედგინა პატარა დეტალები თამაშების შესახებ.

 

ASSASSIN’S CREED ODYSSEY

Ubisoft-მა საკმაოდ დიდი ხანი ისაუბრა ახალ ასასინზე და მის შესაძლებლობებზე. ასევე, უკვე ცნობილი გახდა თამაშის გამოსვლის თარიღი.

Assassin’s Creed Odyssey-ს მოქმედება ვითარდება ძველ საბერძნეთში და თქვენ ხართ სპარტელი მეომარი, ქალი ან კაცი.

თამაშის 8 წუთიანი გეიმფლეისა და სხვა დეტალების სანახავად იხილეთ ეს ინფორმაცია.

 

BEYOND GOOD & EVIL 2

რაც თავი გვახსოვს, ეს თამაში დეველოპმენტშია, ის ხან შეჩერდა, ხან შეწყდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ნახავს დღის სინათლეს. Beyond Good & Evil 2 წარსდგა სინემატიკური ტრეილერით და გამოჩნდნენ ჩვენთვის ცნობილი და საყვარელი პერსონაჟები.

მოთამაშეებს დიდი თავისუფლება ექნებათ გეიმფლეიში, როგორ დემოში გამოჩნდა, მათ შეეძლებათ საჰაერო და სახმელეთო მანქანების მართვა, როგორც მარტოდ, ასევე მეგობრებთან ერთად.

ჯერ-ჯერობით უცნობია გამოსვლის ზუსტი თარიღი და თამაშის შინაარსი, მაგრამ ვიცით, რომ Beyond Good & Evil 2 გამოვა PC, Xbox One და Playstation 4 პლატფორმებზე.

 

THE CREW 2

უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ The Crew 2 გამოდის და ისიც ვიცით, რომ თამაშს ვიხილავთ თითქმის ორ კვირაში – 29 ივნისს. დღეს უბრალოდ ის გავიგეთ, რომ 21 ივნისს დაიწყება თამაშის ღია ბეტა ყველა პლატფორმაზე და ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მისი დატესტვა ონლაინ რეჟიმში.

 

THE DIVISION 2

მაიკროსოფტმა უკვე წარადგინა The Division 2 საკუთარ კონფერენციაზე. დღეს, Ubisoft-მა გვაჩვენა ლამაზი სინემატიკური ტრეილერი და ცოტათი თამაშის შესახებაც ისაუბრა.

მეორე ნაწილს დაემატება რეიდები, სადაც მაქსიმუმ 8 ადამიანს შეეძლება მონაწილეობის მიღება. ამასთან ერთად, მოთამაშეს ექნება სამ მთავარ სპეციალიზაციის შორის არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა. მოთამაშეებს ექნებათ თავისუფალი არჩევანი თუ როგორ განავითარონ პერსონაჟი, რომ ისინი ერთმანეთს არ გავდნენ ძალიან.

კომპანია გეგმავს, რომ მომდევნო წლების მანძილზე მიაწოდოს განახლებები The Division 2-ს, ასევე, პირველივე წელს გამოსული 3 DLC იქნება სრულებით უფასო.

The Division 2 გამოვა 2019 წლის მარტში.

 

FOR HONOR

როგორც ჩანს, კომპანია ჯერ კიდევ მუშაობს For Honor-ზე, რომელიც არცთუ ისეთი წარმატებული გამოდგა საბოლოო ჯამში.

თამაშს დაემატება მეოთხე ფრაქცია, ჩინური ვუ-ლინის სახით და ასევე ახალი Breach Mode, რომელიც ითვლება, რომ გახდება ყველაზე წარმატებული სერიაში.

 

SKULL AND BONES

Skull & Bones-ის იდეა დაიწყო მესამე და მეოთხე ასასინისგან, როდესაც დეველოპერებს ძალიან მოეწონათ გემების კომბატი და გადაწყდა, რომ შექმნილი ახალი ონლაინ თამაში ამის გარშემო.

ზემოთ მოცემულ გეიმფლეი ვიდეოში კარგად არის ნაჩვენები თუ რას უნდა ველოდოთ თამაშისგან. მეკობრეების ოქროს ხანა, როდესაც წყალში ისინი ბატონობენ.

Skull & Bones გამოვა 2019 წელს PC, Xbox One და Playstation 4 პლატფორმებზე.

 

და სხვა

Ubisoft-მა ასევე დააანონსა Star Fox in Starlink: Battle for Atlas

VR-ისთვისა და კონსოლებისთვის განკუთვნილი უჟასი – Transference

და დააანონსა ახალი Trial თამაში, სახელწოდებით Trial Rising.

მოგწონთ სტატია?

4 0

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე