×

E3 2020 გაუქმდა კორონავირუსის პანდემიის გამო

E3 2020 გაუქმდა კორონავირუსის პანდემიის გამო

ბევრი მცდელობის მიუხედავად, სხვა კონფერენციებთან ერთად, ზაფხულში დაგეგმილი E3-ც გადაიდო კორონავიურსის (COVID-19) გავრცელების საშიშროების გამო. ასოციაცია, რომელიც დგას E3 კონფერენციის სათავეში, განხილავს სხვადასხვა გზას, რომ მაინც ჩაატაროს კონფერენცია და მისცეს კომპანიებს საშუალება, რომ წარადგინონ ახალი თამაში. იდეებს შორის, არის ონლაინ კონფერენციის იდეაც.

ოფიციალური განცხადება ასეთია: ჩვენ წევრ კომპანიებთან მრავალი კონსულტაციის გავლის შემდეგ, ინდუსტრიაში ყველას – ფანების, თანამშრომლების და პარტნიორების ჯანმრთელობისა და დაცვის მიზნით, მივიღეთ რთული გადაწყვეტილება, რომ გავაუქმოთ 2020 წლის E3 კონფერენცია, რომელიც დაგეგმილი იყო ლოს ანჯელესში 9-11 ივლისს.”

დამსწრე საზოგადოებასაც და პარტნიორებსაც დაუკავშირდება ასოციაცია თანხის სრული ანაზღაურების მიზნით. ასევე, ასოციაცია მზად არის, რომ ბოლომდე არ ჩაშალოს კონფერენცია და შეიმუშაოს გზა, რომლითაც კომპანიები მაინც შეძლებენ გამოფენების ჩატარებას.

“მადლობას გიხდით ყველას და უკვე გვაქვს იმედი და გეგმა, რომ 2021 წლის E3 კონფერენცია წარსდგება მაყურებლის წინაშე, როგორც ვიდეო თამაშების ინდუსტრიის ზეიმი.”

E3-ს გარდა, გადაიდო ყველა დიდი კონფერნეცია, რომელსაც გეგმავდნენ კომპანიები ზაფხულამდე. ჯერ უცნობია რა ბედი ეწევა წლის მეორე ნახევარში დაგეგმილ კონფერნეციებს, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი, კარგი ბედი არ უჩანს არც მათ. ასევე, უცნობია თუ რას აპირებენ EA, Ubisoft და სხვა ბრენდები, რომელთაც დაგეგმილი ქონდათ გამოფენები E3-ს წლევანდელ კონფერნეციაზე.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე