/ /

Elder Scrolls 6 გამოსვლის თარიღის დეტალები

Bethesda-მ გაახარა ფანები E3 2018-ზე და აჩვენა TES-ის ახალი ნაწილის ტიზერი, ყველანაირი სხვა ინფორმაციის გარეშე.

ამასთან ერთად კომპანიამ დააანონსა სრულებით ახალი თამაში – Starfield, რომელზეც ასევე ძალიან მწირე ინფორმაცია მივიღეთ ბესეზდას წარმომადგენლებისგან. ხალხს კი მხოლოდ ის აინტერესებდა, დაახლოებით როდის უნდა ველოდოთ ახალ თამაშებს.

E3 კონფერენციების შემდეგ, ბესეზდას დირექტორმა, ტოდ ჰოვარდმა, განაცხადა, რომ ახალი Elder Scrolls ჯერ დეველოპმენტის საწყის საფეხურებზეა, რაც არის კონცეპტი და დიზაინი. შესაბამისად, კიდევ დიდი ხანი არ უნდა ველოდოთ არაფერს. მანვე დაძინა, რომ Starfield დეველოპმენტის უფრო ღრმა ფაზაშია და დიდი ალბათობით, ის უფრო მალე გამოვა.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ კომპანიის მიერ დაგეგმილი დიზაინი და ტექნოლოგიები, იმდენად წინ არის, რომ თანამედროვე კონსოლები, ანუ Playstation 4 და Xbox One, ვერ შეძლებენ მის გაქაჩავს და დიდი ალბათობით, ბესეზდა დაიცდის, სანამ გამოვა ახალი კონსოლები. ეს დანამდვილებით მოხდება TES-სთვის, ხოლო, რაც შეეხება Starfield-ს, ისიც შეიძლება, რომ ახალი კონსოლების გამოსვლამდე არ გამოვიდეს და საერთოდ გამოტოვოს თანამედროვე კონსოლები.

მაიკროსოფტმა უკვე დაადასტურა, რომ მუშაობს ახალ კონსოლებზე, ხოლო გავრცელებული ინფორმაციით, სონიც მუშაობს Playstation 5-ზე. მაგრამ ვიცით, რომ მინიმუმ 2020 წლამდე არცერთი კონსოლი არ გამოვა და თუ ამ ფაქტებს გავითვალისწინებთ… Elder Scrolls 6-ს 2021-22 წლამდე ვერ ვიხილავთ.

მოგწონთ სტატია?

1 0

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე