E3 2018

Fallout 76 ახალი ონლაინ თამაშის ტრეილერი

ბევრი ინფორმაცია ვიხილეთ ბოლო ერთ კვირაში Fallout 76-ის შესახებ. ამჯერად დამტებითი სიახლეები ცნობილი გახდა Bethesda-ს კონფერენციაზე.

კომპანიის განცხადებით, თამაშის რუქა არამარტო 4-ჯერ უფრო დიდია ვიდრე წინა ნაწილები, არამედ, ახალი ტექნოლოგიების დახმარებით, 16-ჯერ უფრო დეტალური და ვიზუალურად დახვეწილი იქნება. ამასთან ერთად, ტერიტორია დაყოფილია 6 რეგიონად, განსხვავებული რესურსებითა და მონსტრებით (რა თქმა უნდა ახალი მონსტრებიც).

როგორც ჩანს, ეს არ იქნება სტანდარტული Fallout-ის თამაში, გახსნილი სამყაროთი, ბევრი მისიითა და სიუჟეტური რეჟიმით. Fallout 76-ს ჭირდება მუდმივი ინტერნეტთან წვდომა და ოფიციალურად ითვლება ონლაინ RPG-ს ჟანრად. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთ ტერიტორიაზე იქნება უამრავი მოთამაშე, უბრალოდ ხანდახან შეიძლება გადაეყაროთ სხვასაც. ასევე შესაძლებელი იქნება მეგობრებთან ერთად თამაში და სხვადასხვა მისიების შესრულება.

Fallout 76 გამოვა 2018 წლის 14 ნოემბერს PC, Xbox One და Playstation 4 პლატფორმებზე. მანამდე კი ვიხილავთ ღია ბეტასაც.

Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *