E3 2018

Fallout 76 – ტიზერ ტრეილერი

გუშინ Bethesda-მ დააანონსა Fallout-ის ახალი თამაში, რომელიც უფრო სპინ-ოფია, ვიდრე ფრენჩაიზის ახალი გაგრძელება.

ჯერ-ჯერობით, ამ ტიზერის გარდა, ყველა სხვა ინფორმაცია უცნობია. არ ვიცით კონსოლები, გამოსვლის თარიღი ან საერთოდ რას ეხება ახალი Fallout, საკუთარი იდუმალი ნუმერაციით. მაგრამ, ვიცით, რომ დამატებით ინფორმაციას ვიხილავთ 2 კვირაში, E3-ზე.

დიდი ალბათობით, 76-ში იგულისხმება ერთ-ერთი ბუნკერი იმ 17 “მაკონტროლებელი” ბუნკერებისგან, რომელზეც საუბარია Fallout 3-სა და 4-ში. Vault-Tec-ის ინფორმაციით, მასში ცხოვრობს 500-მდე ადამიანი. არის ეჭვი, რომ მოქმედება ვითარდება ჯერ კიდევ ფრენჩაიზის პირველ თამაშამდე, რადგან ტრეილერში ჩანს თარიღი – 2102 წელი.

ტრეილერმა და ინტერნეტში მყოფმა ფანება  დიდად განსაკუთრებული ვერაფერი ვერ მოიძიეს. მოგვიწევს, რომ დავუცადოთ Electronic Expo-ს და ვიმედოვნოთ, რომ Fallout-ის გარდა, ახალ Elder Scrolls-საც ვიხილავთ.

Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *