ვიდეოები

FIFA 18-ს დაემატება უფასო “მსოფლიო ჩემპიონატის” განახლება

2014 წლისგან განსხვავებით, წლევანდელი FIFA World Cup არ იქნება ცალკე თამაში, არამედ გამოვა როგორც უფასო დამატება.

მოცემული DLC-თ, თამაშში დაემატება 12 ახალი სტადიონი და 32 ნაკრების ოფიციალური ფორმები და ფეხბურთელები. ამასთან ერთად, ტურნირის დაწყების დროს, შეგეძლებათ, რომ თქვენთითონ გადაანაწილოთ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფები და ითამაშოთ ნაკრებებით, როგორც ონლაინში, ასევე ოფლაინშიც.

ფიფას ყველაზე პოპულარული რეჟიმი – Ultimate Team-იც მიიღებს განახლებას. დაემატებიან ფეხბურთელები 32 კვალიფიცირებული ნაკრებებიდან. თქვენს მიერ შექმნილ გუნდში კი ფეხბურთელებს შორის ურთიერთობები დამოკიდებული იქნება მათ ნაციონალურობაზე და არა კლუბებსა და ლიგებზე.

როგორც ჩანს, EA გეგმავს მასიურ განახლებას, რადგან დაემატება გუნდის ძალიან ბევრი ახალი ტაქტიკები და ფეხბურთელთა პოზიციები, რომლებიც მოთამაშეს უფრო მეტ თავისუფლებას მისცემენ. ამასთან ერთად, იგეგმება სტადიონის ატმოსფეროს გაძლიერება და მზის ტექნოლოგიის განახლება, რომელიც უფრო რეალისტური გახდება.

FIFA World Cup 2018 გამოვალ 29 მაისს Playstation 4, Xbox One, PC პლატფორმებზე.

 

Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *