×

Ghost of Tsushima-ს ახალი ტრეილერი და გამოსვლის თარიღი ცნობილია

Ghost of Tsushima-ს ახალი ტრეილერი და გამოსვლის თარიღი ცნობილია

ჯინი არის ერთადერთი სამურაი, რომელიც გადაურჩა ცუშიმას კუნძულზე მონღოლების შემოსევას. დეველოპერები გვპირდებიან, რომ მომვდევნო თვეებში უფრო მეტს გავიგებთ თამაშის შინაარსზე და ჯინის ისტორიაზე.

თქვენი მისიაა, რომ შეებრძოლოთ დამპყრობლებს და იხსნათ კუნძული მონღოლებისგან. ტრეილერში კარგად ჩანს თამაშის განსაკუთრებულად ლამაზი გარემო და კომბატ გეიმფლეის საოცარი ქორეოგრაფია, რომელიც ცდილობს, რომ მაქსიმალურად რეალურად აჩვენოს სამურაის საბრძოლო ტექნიკა ფეოდალურ იაპონიაში და არ დაემსგავსოს ტრადიციულ ფილმებსა და ლეგენდებს, სადაც სამურაები დაუმარცხებელი კიბორგები არიან.

ტრეილერში ნაჩვენებია სამურაი ჯინის განვითარების გზა, შესაძენი უნარები იმდენად მრავალფეროვანია, რომ შეიძლება სრულიად უარი თქვათ სამურაის გზაზე და თქვენებურად გადაარჩინოთ ცუშიმას კუნძული. ასევე, საინტერესოა, რომ თამაშში არ იქნება გზის მითითები, მოთამაშეს იქ შეეძლება წასვლა სადაც მოუნდება, ყველანაირი პუნქტებისა და მისიის გზების გარეშე.

ჯერ-ჯერობით უცნობია Ghost of Tsushima-ს გამოსვლის ზუსტი თარიღი, მაგრამ ვიცით, რომ მას ვიხილავთ 2020 წლის ზაფხულში, ექსკლუზიურად Playstation 4-სთვის და ალბათ შემდეგ Playstation 5-ზეც.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე