×

God of War-ის არტ დირექტორმა დახატა ბეტმენის ბოროტმოქმედები

God of War-ის არტ დირექტორმა დახატა ბეტმენის ბოროტმოქმედები

პოპულარული ფრენჩაიზის God of War-ის არტ დირექტორმა, რაფ გრასეტიმ, გადაწყვიტა, რომ დრო გაიყვანოს ბეტმენის მთავარი ბოროტმოქმედების დახატვით. მისი ინსპირაცია არის მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოსული, მეგა პოპულარული ბეტმენის ანიმაციური სერიალი.

ჯერ-ჯერობით მისი კალმის “მსხვერპლები” არიან ბეინი, ჯოკერი, ჰარლი ქუინი, Two-Face, პინგვინი, Scarecrow და უნდა ვაღიაროთ, რომ რაფ გრასეტის საოცარი ნიჭი აქვს, სწორედ ამიტომაც არის God of War-ის არტ დირექტორი და იმედი ვიქონიოთ, რომ ამ კარანტინის პერიოდში, არ გაჩერდება და კიდევ ბევრ პერსონაჟს შემოგვთავაზებს ბეტმენის სერიებიდან.

ნახეთ გრასეტის ნამუშევრები ქვემოთ და თქვენთითონ შეაფასეთ მისი შესაძლებლობები:

Two-Face

Bane

Scarecrow

Harley Quinn

და ბოლოს, გაჩვენებთ ბეტმენის მთავარ ბოროტმოქმედს – The Joker

მისი ნამუშევრების დანარჩენი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ რაფ გრასეტის ოფიციალურ ინსტაგრამზე. მას ასევე დახატული აქვს სონიკის, ადამიანი-ობობას და სხვადასხვა პოპულარული კულტურის პერსონაჟები.

დატოვეთ კომენტარი

Please Login to comment
  გამოიწერეთ  
შემატყობინე